მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქარხნები დასეტყვილ ატამს არ იბარებენ... იძულებული ვართ მოსავალი ბაღში დავტოვოთ - ფერმერი
ქარხნები დასეტყვილ ატამს არ იბარებენ... იძულებული ვართ მოსავალი ბაღში დავტოვოთ - ფერმერი

ქარხნები დასეტყვილ ატამს არ იბარებენ... იძულებული ვართ მოსავალი ბაღში დავტოვოთ - ფერმერი

BM.GE23 ივლისი, 2026, 18:34|bm.ge

კახეთში, კერძოდ ჩუმლაყის ზონაში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დიდი ნაწილი სეტყვამ დააზიანა. როგორც ადგილობრივმა ფერმერმა ვალერი ტურაშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბაღების 70%-ს დაზიანდა, რამაც ექსპორტის მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თუ 2025 წლის 6 თვეში ექსპორტზე 3,8 მილიონი დოლარის ღირებულების ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, წელს ეს მაჩვენებელი 74,5%-ით, 973 ათას დოლარამდე შემცირდა, რაც ფერმერების თქმით, მოსავლის დაბალი ხარისხით და ძირითად საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში მოთხოვნის შემცირებით არის განპირობებული.

“ბაღების 70% დასეტყვილია. შესაბამისად წელს ნაკლებია მოსავალი. რეალობაში არის, მაგრამ ხარისხიანი არ არის, რადგან გაფუჭდა სეტყვისგან. დაბალი ხარისხის პროდუქცია ნახევარზე მეტი არც დაიკრიფა, ბაღებში დარჩა იმიტომ, რომ მუშის ანაზღაურება ძალიან მაღალია”,-აცხადებს ფერმერი.

მისი განმარტებით, წელს ხარისხიანი პროდუქტის დეფიციტია. დასეტყვილი ნაყოფი ექსპორტისთვის გამოუსადეგარია, რის გამოც საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში გაცილებით ნაკლები პროდუქცია იგზავნება, ვიდრე გასულ წელს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს გადამმუშავებელი საწარმოების დეფიციტი.

„ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ქარხნები მეორე ხარისხის, დასეტყვილ ატამს არ იბარებენ. როცა ჩასაბარებელი პუნქტი არ არსებობს, ფერმერი იძულებულია მოსავალი ბაღში დატოვოს, რადგან მუშახელის ხარჯი (დღეში 60-80 ლარი) უფრო მაღალია, ვიდრე მოსალოდნელი შემოსავალი“, - აღნიშნავს ფერმერი.

შარშანდელთან შედარებით, წელს ატმის ფასი შედარებით დაბალი და არასტაბილურია. თუ გასულ წელს მაღალი ფასი მათ შორის თურქეთის მოსავლის ნაკლებობით იყო განპირობებული, წელს ამ რეგიონში ჭარბი მოსავალია, რაც ქართულ პროდუქციაზე ფასს ამცირებს.

ამ დროისთვის ბაზარზე არსებული ფასები ასეთია:

• ხარისხიანი ვაშლატამა: 1.80 – 2.00 ლარი; • ახალი ჯიშები: 2.50 ლარამდე; • ატამი: 2.00 – 2.50 ლარი.

ფერმერების პროგნოზით, ახალი ჯიშების მასობრივად შემოსვლასთან ერთად, ატმის ფასი კიდევ უფრო დაიწევს. მოსავლის აღების სეზონი სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოკლე ხანში ჩამოვა გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში - კარტოზია

მოკლე ხანში ჩამოვა გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში - კარტოზია

BM.GE

საქართველოს ფოსტამ 2025 წელი 8.6-მილიონიანი ზარალით დაასრულა - კომპანიის შემოსავალი შემცირდა

საქართველოს ფოსტამ 2025 წელი 8.6-მილიონიანი ზარალით დაასრულა - კომპანიის შემოსავალი შემცირდა

BM.GE

Tesla-მ ბიტკოინში ინვესტიციით $112-მილიონიანი ზარალი მიიღო

Tesla-მ ბიტკოინში ინვესტიციით $112-მილიონიანი ზარალი მიიღო

BM.GE

მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა - უმეტესი წილი EU-ს ქვეყნებზე მოდის

მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა - უმეტესი წილი EU-ს ქვეყნებზე მოდის

BM.GE