მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა | 63.4% კვლავ რუსულ ბაზარზე მოდის
ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა | 63.4% კვლავ რუსულ ბაზარზე მოდის

ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა | 63.4% კვლავ რუსულ ბაზარზე მოდის

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 19:26|bm.ge

წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მოცულობაში 6%-ით, თანხობრივად კი 0.6%-ით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გაიტანა, საიდანაც 119.7 მილიონი აშშ დოლარი რუსეთზე მოდიოდა, რაც სრული ექსპორტის 63.4%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ნახევარზე მეტი კვლავ რუსეთზე მოდის, შემცირება ამ ბაზარზეც 0.3%-ია.

bm.ge გთავაზობთ TOP-10 ქვეყანას, სადაც იანვარ-სექტემბერში საქართველომ ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა:

• რუსეთი - 119.8 მლნ აშშ დოლარის 40 999 ტონა; • პოლონეთი - 11.8 მლნ აშშ დოლარის 4 466 ტონა; • უკრაინა - 8.1 მლნ აშშ დოლარის 2 933 ტონა; • ჩინეთი - 6.5 მლნ აშშ დოლარის 1 223 ტონა; • ყაზახეთი - 5.9 მლნ აშშ დოლარის 1 772 ტონა; • გერმანია - 5.5 მლნ აშშ დოლარის 1 145 ტონა; • ბელარუსი - 4.8 მლნ აშშ დოლარის 1 751 ტონა; • აშშ - 4.4 მლნ აშშ დოლარის 748 ტონა; • ლატვია - 3.7 მლნ აშშ დოლარის 836 ტონა; • თურქეთი - 2.5 მლნ აშშ დოლარის 460 ტონა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით. RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:

• „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო; • „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო; • „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი; • „ვაინმენის“ წარმოების ღვინო; • „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი; • საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola; • „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბაზარზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • პროდუქტი, რომელიც ბაზარზე სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად გამოჩნდა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის ახალ გამოწვევად იქცა - რამდენად მარტივად შეუძლიათ არასრულწლოვანებს ნიკოტინის ბალიშების შეძენა?რუსთავი 2
  • შსს: 553კგ ნარკოტიკული საშუალება განადგურდა, საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 34 მლნ-ზე მეტიაფორმულა
  • ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთიმედი
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
ბაზარზე →

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას 2,400-მდე პირი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას 2,400-მდე პირი დააკავეს

BM.GE

მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა | ფასები და პირობები

მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა | ფასები და პირობები

BM.GE

"ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთის კავშირების გაძლიერებას" - რა ეტაპზეა ახალციხე–თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი?

"ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთის კავშირების გაძლიერებას" - რა ეტაპზეა ახალციხე–თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი?

BM.GE

კახეთში, მცხეთასა და თბილისში დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

კახეთში, მცხეთასა და თბილისში დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE