მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კახეთში, მცხეთასა და თბილისში დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს
კახეთში, მცხეთასა და თბილისში დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

კახეთში, მცხეთასა და თბილისში დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 20:18|bm.ge

სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში, მცხეთასა და თბილისში რამდენიმე ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერა.

სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში გამოვლინდა ფიზიკური პირის, გ. მ.-ის კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო, რომელიც სააგენტოს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა. ინსპექტირებისას ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობებიც დაფიქსირდა. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობისთვის მცირე მეწარმე ვ. ა. დაჯარიმდა.

დარღვევები გამოვლინდა მცხეთაშიც. სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, გამსახურდიას ქუჩის N23-ში მდებარე მარკეტ „მაშ 2025“-ში რეალიზაციისთვის განთავსებული ვადაგასული სურსათი აღმოაჩინეს. ამასთან, ობიექტი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

თბილისში კი კრიტიკული შეუსაბამობები მარჯანიშვილის ქუჩის N16-ში მდებარე, ინდივიდუალური მეწარმე ლ.ჯ.-ის კუთვნილ უზბეკურ რესტორანში გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, ობიექტზე დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის ეტიკეტირების წესი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ობიექტებს კი საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესსტვ პირველი
  • ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებსფორმულა
  • ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვსნეტგაზეთი
პროცესი →კახეთში →

მსგავსი სტატიები

საქართველოდან სირიაში ექსპორტზე $94 მილიონის ნავთობპროდუქტები გავიდა

საქართველოდან სირიაში ექსპორტზე $94 მილიონის ნავთობპროდუქტები გავიდა

BM.GE

აშშ უკრაინისთვის უკვე შეძენილი Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აფერხებს

აშშ უკრაინისთვის უკვე შეძენილი Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აფერხებს

BM.GE

ახალციხეში დასაქმების ფორუმზე 30-მდე კომპანია 200-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს

ახალციხეში დასაქმების ფორუმზე 30-მდე კომპანია 200-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს

BM.GE

სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა

სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა

BM.GE