მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქერჩის ხიდზე იერიშის შედეგად მოძრაობა შეფერხდა - ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლება
ქერჩის ხიდზე იერიშის შედეგად მოძრაობა შეფერხდა - ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლება

ქერჩის ხიდზე იერიშის შედეგად მოძრაობა შეფერხდა - ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლება

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 14:56|bm.ge

ქერჩის ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან იერიში განხორციელდა - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ყირიმის ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ხიდზე გადაადგილება შუადრემდე იქნება შეზღუდული.

„შედეგების ლიკვიდაციისთვის მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური, ქერჩში გაშლილია ოპერატიული შტაბი“, - დაწერა აქსიონოვმა და დასძინა, რომ ვითარებას პირად კონტროლზე იყვანს და მოსახლეობას მოუწოდებს, მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს ენდონ.

ყირიმსა და სევასტოპოლში სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანების ოპერატორი კომპანიის, „გრანდ სერვის ექსპრესის“ ცნობით კი , ხიდის დროებით დაკეტვის გამო ფერხდება „ტავრიის“ ოთხი მატარებელი:

• სანქტ-პეტერბურგი — ქერჩი და ადლერი — ქერჩი — 4.5 საათით; • მოსკოვი — ქერჩი (14 ნოემბრის რეისი) — 3.5 საათით; • მოსკოვი — ქერჩი (15 ნოემბრის რეისი) — 2 საათით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 ნოემბრის საღამოდან 16 ნოემბრის დილამდე რუსეთის თავზე 1336 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ყირიმის გარდა, დრონები გაანეიტრალეს ტვერის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, კალუგის, ტულის, რიაზანის, ორიოლის, ვორონეჟის, ვლადიმირის, სმოლენსკის, ნიჟნი-ნოვგოროდისა და როსტოვის ოლქების, კრასნოდარის მხარისა და მოსკოვის რეგიონის ტერიტორიებზე, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიების თავზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • „იგივე გზაზე მივდივართ?! იგივე სახელმწიფოს ვაშენებთ?“ - მამა გიორგი ჯამდელიანი ხელისუფლებას მიმართავსტვ პირველი
  • ევროკავშირს უნდოდა, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული - ზურაბ რურუარუსთავი 2
  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევანეტგაზეთი
  • ევროკავშირი -„ხელისუფლებას აღარ ვაფინანსებთ, მოსახლეობის მხარდაჭერას კი ვაგრძელებთ“ფორმულა
ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკმა 2026 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ბანკმა 2026 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა

BM.GE

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

BM.GE

ვეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

ვეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

BM.GE

ფულადი პრიზები და საჩუქრები — მიკრობანკ „კრისტალში“ გზავნილების აქცია დაიწყო

ფულადი პრიზები და საჩუქრები — მიკრობანკ „კრისტალში“ გზავნილების აქცია დაიწყო

BM.GE