მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, "TUMO ქუთაისში" 12-18 წლის მოზარდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, "TUMO ქუთაისში" 12-18 წლის მოზარდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, "TUMO ქუთაისში" 12-18 წლის მოზარდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

BM.GE6 აგვისტო, 2026, 13:03|bm.ge

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმოს (TUMO) კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდების პირველ ნაკადს მიიღებს. 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ხოლო სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ავრცელებს.

თუმო ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. ცენტრი მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე, ტექნოლოგიურ და შემოქმედებით გარემოში შეისწავლონ კრეატიული ინდუსტრიები და ციფრული ტექნოლოგიები.

„თუმო ქუთაისი“ პირველი თუმოს ცენტრია საქართველოში, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა.

სასწავლო პროცესი ითვალისწინებს პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებში მუშაობას, რაც თითოეულ სტუდენტს საშუალებას აძლევს, საკუთარი ინტერესებისა და განვითარების ტემპის შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო გზა და იმუშაოს რეალურ პროექტებზე.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ფოტოგრაფია, კინოგადაღება, რობოტიკა, თამაშების შექმნა, ანიმაცია, მუსიკა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (Generative AI) და ხატვა.

სწავლა სრულად დაფინანსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკის მიერ.

რეგისტრაციისთვის შერჩევის კრიტერიუმი არ მოქმედებს, რეგისტრირებულთაგან პირველი 600 მოზარდი ავტომატურად ჩაირიცხება პროგრამაში.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე: https://tumo.ge/kutaisi/join/

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ასევე ადგილზე, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 17:00 საათამდე, თუმოს სივრცეში. რეგისტრაციისთვის აუცილებელია მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრება. მოზარდმა უნდა იქონიოს პირადობის ან დაბადების მოწმობა, ხოლო მშობელმა ან მეურვემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

BM.GE

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

BM.GE

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

BM.GE

პუტინი ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლებასა და ხალხს“ დახმარების გაგრძელებას ჰპირდება

პუტინი ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლებასა და ხალხს“ დახმარების გაგრძელებას ჰპირდება

BM.GE