მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO-ს ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO-ს ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO-ს ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 22:42|bm.ge

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელის, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრ "თუმო ქუთაისის" (TUMO) ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. პროექტი "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება და მასში სწავლა მოზარდებისთვის სრულად დაფინანსებულია.

"თუმო ქუთაისის" პროგრამა 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებზეა გათვლილი და მათ ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას სთავაზობს. სასწავლო კურსებზე უკვე 1 550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, საიდანაც პირველ ეტაპზე სწავლა 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო.

ადგილზე სასწავლო პროცესს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაეცნო, რომელიც ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და მოსწავლეთა პირველ ნაკადს გაესაუბრა. მინისტრის განცხადებით, ახალ ცენტრს რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

"ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის. ქუთაისის ტექნოლოგიური ცენტრი სწორედ ამ მთავარ ღირებულებას ატარებს - გავაერთიანეთ ტექნოლოგიების მიმართულება სხვადასხვა კუთხით და შემოვიტანეთ საგანმანათლებლო კომპონენტი, რაც პირველ რიგში რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაეხმარება", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

"თუმოს" სასწავლო პროგრამა პროგრამირებას, რობოტიკას, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, თამაშების შექმნას, 3D მოდელირებას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებასა და მუსიკას მოიცავს. სწავლების მოდელი თვითმართვადი განათლების პრინციპს ეფუძნება და ინტერაქტიულ მოდულებთან ერთად პრაქტიკულ ვორქშოფებსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აერთიანებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ, "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, "თუმოს" დამფუძნებლებმა - მარი ლუ და პეგორ პაპაზიანებმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოში სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მიიღეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოები მიმდინარეობს

ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოები მიმდინარეობს

BM.GE

აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა შემცირდა

აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა შემცირდა

BM.GE

The Guardian-მა 2026 წლის საუკეთესო ტალანტების სიაში ანდრია ბართიშვილი შეიყვანა

The Guardian-მა 2026 წლის საუკეთესო ტალანტების სიაში ანდრია ბართიშვილი შეიყვანა

BM.GE

რუსული Sberbank და VTB კრიპტობაზარზე შედიან

რუსული Sberbank და VTB კრიპტობაზარზე შედიან

BM.GE