მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა

ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა

BM.GE6 აგვისტო, 2026, 17:11|bm.ge

„მაზდა“, „ვოლვო“, „პორშე“, „ჯილი“, „ზიკერი“, „პოლარისი“, „ინდიანი“ - ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლისგან შეძენა ამიერიდან უკვე ქუთაისშიც არის შესაძლებელი. რეგიონული გაფართოების ფარგლებში, „ავტო გალერის“ რიგით მესამე მულტიბრენდული სივრცე ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მე-9 ჩიხში (№2) გაიხსნა. შოურუმი „თეგეტა ქარსის“ ბრენდებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ავტომობილების გარდა, შოურუმში წარმოდგენილია „პოლარისის“ კვადროციკლები და ყველგანმავალი ტექნიკა და „ინდიანის“ მოტოციკლები.

ახალი ფილიალის გახსნა კომპანიის რეგიონული ექსპანსიის სტრატეგიის ნაწილია. ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, დღემდე ავტომობილების არცერთი ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილი არ ყოფილა. ამიტომ კომპანიამ ბათუმის შემდეგ „ავტო გალერის“ განვითარების მორიგ მიმართულებად სწორედ ქუთაისი აირჩია.

ნოდარ ჭირაქაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „ქუთაისში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ეს არის ტენდენცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეორადი ავტომობილებიდან ახალ ავტომობილებზე ეტაპობრივ გადასვლას ასახავს. ამ პროცესების პარალელურად კი გვსურს, ხარისხიან, ოფიციალურ სერვისსა და ქარხნულ გარანტიაზე წვდომა მხოლოდ დედაქალაქის პრივილეგია აღარ იყოს.

რეგიონული გაფართოება კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ბათუმის შემდეგ ქუთაისი ლოგიკური ნაბიჯი იყო და აქ არ ვჩერდებით - გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქამდე მივიტანოთ. გვჯერა, რომ ეს ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესებში შედის და, ამასთანავე, როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“.

„ავტო გალერიში“ შეძენილ ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს, რომელსაც ოფიციალური წარმომადგენლები უზრუნველყოფენ, პირობები კი ბრენდების მიხედვით განსხვავდება. საგარანტიო მომსახურებას მომხმარებელი თბილისსა და ბათუმში განთავსებული ოფიციალური სერვისცენტრებიდან მიიღებს, ხოლო გეგმური მომსახურება ქუთაისის ფილიალშივე იქნება ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ფილიალის ისტორია ჯერ ახალი იწყება, პირველი ტენდენციები უკვე იკვეთება - ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა „ჯილისა“ და „მაზდას“ ბრენდებზეა. თუმცა კომპანიაში ელიან, რომ ცნობადობის ზრდის ფონზე ინტერესი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებზეც გაიზრდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. „ავტო გალერიში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Mazda, Volvo, Porsche, Geely, Zeekr და სხვა. გარდა ავტომობილებისა, „ავტო გალერი“ Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • ქუთაისი როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რას შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟიიმედი
  • ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში გაიმართარუსთავი 2
  • ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელმაც ავტომანქანის გაქურდვა სცადატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს - ევროკავშირის საელჩო

ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს - ევროკავშირის საელჩო

BM.GE

Report: აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოს საბაჟოზე კვირების განმავლობაში აჩერებენ - საკითხში საელჩო ჩაერთო

Report: აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოს საბაჟოზე კვირების განმავლობაში აჩერებენ - საკითხში საელჩო ჩაერთო

BM.GE

ელექტროსისტემა მონაცემთა ბაზებს აახლებს - 457 000 ლარის ტენდერი

ელექტროსისტემა მონაცემთა ბაზებს აახლებს - 457 000 ლარის ტენდერი

BM.GE

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

BM.GE