მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა აქტივებს ფლობს საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული Inter Rao?
რა აქტივებს ფლობს საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული Inter Rao?

რა აქტივებს ფლობს საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული Inter Rao?

BM.GE26 ივლისი, 2026, 02:14|bm.ge

ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების ფარგლებში რუსული ენერგოკომპანია Inter RAO სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ევროკავშირის განმარტებით, კომპანია რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს და ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

საქართველოში Inter RAO-ს ენერგეტიკული აქტივები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. [სს „თელასის“ აქციების 24,53%-ს ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი კომპანია „ბესტ ენერჯი ჯგუფის“ საკუთრებაშია].

ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

შეგახსენებთ, საქართველო Inter RAO-ს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციას უხდის. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ სახელმწიფომ 2013 წლის მემორანდუმით აღებული ვალდებულება დაარღვია და ელექტროენერგიის ტარიფში ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალი არ ასახა. თავდაპირველად კომპანია დაახლოებით 200 მილიონ დოლარს ითხოვდა, თუმცა არბიტრაჟმა საქართველოს 111 მილიონი დოლარის კომპენსაციის, ასევე დარიცხული პროცენტის გადახდა დააკისრა. მხარეები 2025 წელს გადახდის გრაფიკზე შეთანხმდნენ და კომპენსაციის ბოლო ტრანში 2028 წლის ივლისში უნდა გადაირიცხოს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის ივნისში BMG-ს განუცხადა, რომ Inter RAO-სთვის არბიტრაჟით დაკისრებული კომპენსაციის გადახდა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეებმა 2025 წლის დეკემბერში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის შედეგადაც საქართველოს საბოლოოდ გადასახდელი თანხა არბიტრაჟით დაკისრებულ 111 მილიონ დოლარსა და დაახლოებით 28 მილიონ დოლარამდე დარიცხულ პროცენტზე ნაკლებია, თუმცა ზუსტი ოდენობა კომერციული საიდუმლოების გამო არ საჯაროვდება. კომპენსაციის ბოლო ტრანშის გადახდა 2028 წლის ივლისისთვის არის დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაციმედი
  • ევროკავშირი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე შეთანხმდაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

BM.GE

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

BM.GE

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

BM.GE

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

BM.GE