მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ასაკიდან და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ხელოვნური ინტელექტი? - ექსპერტის რეკომენდაციები მშობლებს
რა ასაკიდან და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ხელოვნური ინტელექტი? - ექსპერტის რეკომენდაციები მშობლებს

რა ასაკიდან და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ხელოვნური ინტელექტი? - ექსპერტის რეკომენდაციები მშობლებს

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 14:00|bm.ge

თანამედროვე რეალობაში ბავშვებისთვის ხელოვნური ინტელექტის აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან ტექნოლოგია შრომის ბაზარზე უკვე საბაზისო მოთხოვნად იქცა. ამის შესახებ განათლების ტრანსფორმაციის ექსპერტმა და ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ BMG-ის გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა. მისი შეფასებით, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები პროცესებთან ადაპტირებას ვერ ასწრებენ, ბავშვისთვის AI-ის სწორად გამოყენების სწავლებაში გადამწყვეტი როლი მშობელს ეკისრება.

როგორც ექსპერტი განმარტავს, დღეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არჩევანი აღარ არის - ეს არის არსებული მოცემულობა, რასაც შრომის ბაზრის ტენდენციებიც ადასტურებს.

"მომავლის სამუშაო ბაზარი სხვას არაფერს გვპირდება, თუ არა იმას, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია თანამშრომელთაგან ხელოვნური ინტელექტის ცოდნას მოითხოვს. დღესაც უკვე ასეა და რასაკვირველია, 5-10 წელიწადში, როცა მოსწავლეების დიდი ნაწილი უკვე გავა სამუშაო ბაზარზე, ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების უნარი, მათ შორის მონაცემებზე მუშაობის უნარი, საბაზისო მოთხოვნა იქნება", - აცხადებს თამარ კერძაია.

მისივე თქმით, რომ არსებობდეს შესაძლებლობა, მოსწავლეებს ტექნოლოგია სრულად ავუკრძალოთ, ეს სასურველი შედეგის მომტანი მაინც არ იქნება, რადგან მთავარი ამოცანა არა შეზღუდვა, არამედ მისი სწორად მართვაა.

რა ასაკიდან უნდა ჩაერთოს ბავშვი AI-ის შესწავლაში?

თამარ კერძაიას განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რაიმე მკაცრად დადგენილი ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. თუმცა, მისი ხედვით, ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება ბავშვს მანამ უნდა ვასწავლოთ, ვიდრე ის მის არასწორ გამოყენებას დაიწყებს.

ექსპერტის შეფასებით, თუ ბავშვს საკუთარი ან მეგობრის გაჯეტიდან უკვე აქვს წვდომა ტექნოლოგიასთან, პროცესის დაყოვნება დაუშვებელია. როგორც კერძაია აღნიშნავს, პირველი ეტაპი უკვე 6-7 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს, რათა თავიდან ავირიდოთ ფსიქოლოგიური და ემოციური რისკები:

"6-7 წლის ასაკიდან, პირველ რიგში, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის ხელოვნური ინტელექტი, რათა გამოვრიცხოთ ემოციური დამოკიდებულების რისკი. პატარები კი არა, უფროსებიც ხანდახან ვერ აცნობიერებენ, რას და ვის ელაპარაკებიან. ბავშვმა 6-7 წლის ასაკიდან უკვე უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე - რომ ეს არ არის რაღაც ან "ვიღაც", ვისაც მისი ესმის, აქვს გრძნობები ან შეუძლია ხუმრობა, რადგან მას არ ესმის კონტექსტი და ალგორითმით იძლევა პასუხს", - ხაზს უსვამს ასოცირებული პროფესორი.

როგორც თამარ კერძაია აღნიშნავს, იდეალურ შემთხვევაში სწავლის პროცესს პროფესიონალები უნდა მართავდნენ, თუმცა რადგან სკოლების უმეტესობამ ტექნოლოგიურ ნახტომთან ადაპტირება ვერ მოასწრო, მშობელმა თავად უნდა იტვირთოს საგანმანათლებლო ფუნქცია.

მისი რეკომენდაციით, თუ ოჯახს დამატებით წრეებზე ბავშვის მიყვანის რესურსი არ აქვს, მშობელმა სამი კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას:

ექსპერტის თქმით, პირველ რიგში, მშობელმა დეტალურად უნდა აუხსნას ბავშვს, რა არის ხელოვნური ინტელექტი, რათა სრულად გამოირიცხოს ემოციური მიჯაჭვულობისა და პერსონიფიკაციის კომპონენტი;

ამასთან, აუცილებელია ბავშვს მკაცრად და ზუსტად განემარტოს, რა ინფორმაციის გაზიარება შეიძლება ხელოვნურ ინტელექტთან და რა პერსონალური მონაცემების შეყვანაა კატეგორიულად დაუშვებელი.

ბოლოა კი, თამარ კერძაიას შეფასებით, მშობელმა უნდა გამონახოს დრო და ბავშვთან ერთად შეასრულოს დავალებები ისე, რომ AI მზა პასუხების მიმცემად არ იქცეს.

"მშობელმა უნდა გამონახოს დრო, რომ ბავშვთან ერთად შეძლოს ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება: ანუ დაუსვას კითხვა: ამიხსენი ეს საკითხი, მომაწოდე სხვადასხვა წყარო, სხვადასხვა იდეა და ასე შემდეგ",- განმარტავს კერძაია.

როგორც განათლების ექსპერტი აჯამებს, მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ ხდება შესაძლებელი ბავშვის გადაყვანა უფრო რთულ საფეხურებზე - დიდი მონაცემების ანალიზსა და ტექნოლოგიის პროფესიულ დონეზე ათვისებაზე. მისი თქმით, თუ სკოლა ამ ცოდნას ვერ უზრუნველყოფს, სწორედ მშობლის სწორი ჩართულობა დაიცავს ბავშვს ბუნებრივი აზროვნების დათრგუნვისგან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ენგურჰესიდან წლის გაშვებამ სოფელი ტყაია დატბორა

ენგურჰესიდან წლის გაშვებამ სოფელი ტყაია დატბორა

BM.GE

ჩაბარებული ყურძნის 99.2% მაღალი ხარისხისაა - რა ფასად იბარებს სახელმწიფოს კომპანია კახეთის მოსავალს

ჩაბარებული ყურძნის 99.2% მაღალი ხარისხისაა - რა ფასად იბარებს სახელმწიფოს კომპანია კახეთის მოსავალს

BM.GE

ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

BM.GE

აჭარაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 15 გადამცვლელი პუნქტი უკანონოდ მუშაობდა - ამოღებულია ₾365 000

აჭარაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 15 გადამცვლელი პუნქტი უკანონოდ მუშაობდა - ამოღებულია ₾365 000

BM.GE