მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა დაიბომბა უკრაინა-რუსეთის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში?
რა დაიბომბა უკრაინა-რუსეთის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში?

რა დაიბომბა უკრაინა-რუსეთის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში?

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 23:25|bm.ge

გასულ ღამეს, რუსეთისა და უკრაინის მიერ ერთმანეთის მისამართით განხორციელებულმა იერიშებმა მოსკოვის რეგიონსა და უკრაინის ოლქებში ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.

როგორც ირკვევა, რუსეთის დედაქალაქში მთავარი ზიანი ნავთობგადასამუშავებელ საწარმოსა და მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრს მიადგა. თავის მხრივ, რუსულმა არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონში საცხოვრებელი ნაგებობები, სატრანსპორტო კვანძები და ენერგეტიკული ობიექტები დაბომბა.

მოსკოვის ოლქში ყველაზე დიდი ზარალი ქალაქის მთავარ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას მიადგა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების დარტყმის შედეგად საწარმოს სამი საკვანძო ტექნოლოგიური დანადგარი დაზიანდა. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი სასაწყობო ფართი და ლოგისტიკური ცენტრი კი გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა.

წარმატებით განხორციელებულ დარტყმებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"გასულ ღამეს ჩვენმა შორი მოქმედების საპასუხო დარტყმებმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიყო მოსკოვის რეგიონში. ზიანი მიადგა რუსეთის ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთ საკვანძო ობიექტსა და აგრესორის ლოგისტიკურ ჰაბს. საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც ომის მანქანას კვებავს. შეტევისთვის გამოვიყენეთ: FP-1, RZ-100, MICH-2000, Palianytsia, Vendetta, Liutyi, Bars-ი Flamingo, Sichen-ი და Pelican-ი.

მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს სიზუსტისთვის!"

აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა დარტყმებმა მოსკოვის რეგიონში სხვა ინფრასტრუქტურაც დააზიანა. დრონების მასშტაბური შეტევის გამო შერემეტევოსა და ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტებმა ფრენების მიღება და გაფრენა დროებით შეაჩერეს. საჰაერო იერიშის ტალღამ სოფიინოსა და ორეხოვო-ზუევოში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლიც დააზიანა.

რაც შეეხება უკრაინას, რუსეთის საჰაერო ძალებმა მიზანში ქვეყნის ენერგომომარაგების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ობიექტები ამოიღეს. კიევის ოლქში, კერძოდ ქალაქ ფასტოვში, საჰაერო იერიშმა კერძო საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კი საცხოვრებელ ზონებს ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები დაეცა. ამასთან, ხერსონის რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი სამონასტრო კომპლექსს დაეცა და შენობა დააზიანა. სუმის ოლქში კი რუსული თავდასხმის შედეგად სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალება განადგურდა.

ცნობისთვის, დაზიანებული ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა მოსკოვის რეგიონის საწვავის მოთხოვნის მესამედზე მეტს აკმაყოფილებს. ეს საწარმო დედაქალაქს, სამოქალაქო ავიაციასა და რუსულ სამხედრო ფორმირებებს ბენზინით, დიზელითა და საავიაციო საწვავით ამარაგებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 278 სტატია.

  • რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადაფორმულა
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

BM.GE

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

BM.GE

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

BM.GE

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

BM.GE