მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ეღირება ქართული თხილი? - ფასი 15 აგვისტოდან გაირკვევა, ექსპორტიორებს მაღალი ფასის მოლოდინი არ აქვთ
რა ეღირება ქართული თხილი? - ფასი 15 აგვისტოდან გაირკვევა, ექსპორტიორებს მაღალი ფასის მოლოდინი არ აქვთ

რა ეღირება ქართული თხილი? - ფასი 15 აგვისტოდან გაირკვევა, ექსპორტიორებს მაღალი ფასის მოლოდინი არ აქვთ

BM.GE10 აგვისტო, 2026, 02:28|bm.ge

"ქართული თხილის კორპორაციის" გენერალური დირექტორი თემურ გოგია ამბობს, რომ რა ეღირება ქვეყანაში თხილი 15 აგვისტოდან გაირკვევა, თუმცა წელს შარშანდელივით მაღალი ფასის მოლოდინი ექსპორტიორებს არ აქვთ. რაც შეეხება ხარისხს, როგორც გოგია ამბობს, დასავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ხარისხის მოსავალია მოსალოდნელი წვიმიანი სეზონისა და ფაროსანას გამო, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში.

„სიტუაცია გარკვეული არ არის და ჯერჯერობით წარმოდგენა არ გვაქვს, რა იქნება. სავარაუდოდ, 10-დან 15 რიცხვამდე გაირკვევა საერთაშორისო ფასები. როგორც იცით, ჩვენ ძირითადად თურქული ბაზრის ფასებზე ვართ მიბმული და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ყველანი გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. ამჟამად კი გლეხებისგან შესყიდვის ფასი დაბალია", - ამბობს გოგია.

მისივე თქმით, სამეგრელოში ჩასაბარებელი თხილის (ნედლი) 3.5 ლარამდეა.

საქართველოში თხილის ფასს თურქეთი განსაზღვრავს, თემურ გოგია ამბობს, რომ წელს იქაც დიდ მოსავალს ელიან, ეს კი საქართველოში მაღალი ფასის მოლოდინს ამცირებს.

„თურქეთშიც საკმაოდ მაღალი მოსავალია და საქართველოშიც, თუმცა როგორც ყოველთვის, ხარისხის პრობლემა გვაქვს. უხვი მოსავალი ავტომატურად მაღალ ხარისხს არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ფასები, სავარაუდოდ, მაღალი არ იქნება, ამ კუთხით მაღალი ფასების მოლოდინი არ არის", - ამბობს "ქართული თხილის კორპორაციის" გენერალური დირექტორი

2026 წლიდან სახელმწიფომ „თხილის სუბსიდირების პროგრამა“, რომლის მიზანიც საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, გააუქმა. თავდაპირველად, პროგრამა ერთწლიანი იყო, თუმცა 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 68 მლნ ლარი დაიხარჯა. ყურძნის, ვაშლის და მანდარინისგან განსხვავებით, თხილის ბაღების მფლობელებისთვის სუბსიდია მხოლოდ პესტიციდების შეძენისთვის იყო გამოყოფილი. BMG-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უთხრეს, რომ თხილის სუბსიდირების სახელით ცნობილი პროგრამის განახლებას მთავრობა არ გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერიასთან ტურისტული ავტობუსების გაჩერებების საკითხზე საუბარი დაწყებულია - „ტურები და ბილეთები“

მერიასთან ტურისტული ავტობუსების გაჩერებების საკითხზე საუბარი დაწყებულია - „ტურები და ბილეთები“

BM.GE

სასკოლო ფორმის ყველა მოდელმა საერთაშორისო ლაბორატორიის ტესტირება წარმატებით გაიარა - მიქანაძე

სასკოლო ფორმის ყველა მოდელმა საერთაშორისო ლაბორატორიის ტესტირება წარმატებით გაიარა - მიქანაძე

BM.GE

რა შემთხვევაში არ იქნება მოსწავლე ვალდებული, ატაროს სასკოლო ფორმა? - მიქანაძის განმარტება

რა შემთხვევაში არ იქნება მოსწავლე ვალდებული, ატაროს სასკოლო ფორმა? - მიქანაძის განმარტება

BM.GE

“გლობალური ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან”|რა აფრთხობთ დასავლელ ინვესტორებს?

“გლობალური ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან”|რა აფრთხობთ დასავლელ ინვესტორებს?

BM.GE