მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “გლობალური ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან”|რა აფრთხობთ დასავლელ ინვესტორებს?
“გლობალური ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან”|რა აფრთხობთ დასავლელ ინვესტორებს?

“გლობალური ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან”|რა აფრთხობთ დასავლელ ინვესტორებს?

BM.GE10 აგვისტო, 2026, 00:32|bm.ge

„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ყარალაშვილის შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო მიმზიდველობა მკვეთრად შემცირებულია, ხოლო გლობალური ფინანსური ნაკადები ქვეყანას გვერდს უვლიან.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საინვესტიციო კლიმატსა და ინვესტორების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე ისაუბრა.

„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას“, რომელიც ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს და 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მსხვილი ფრანგი, ბრიტანელი და ჰოლანდიელი პარტნიორები ჰყავს.

ბიზნესმენის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ევროპულ კურსს აცდენილია, უცხოელი ინვესტორებისთვის მთავარ დამფრთხობ ფაქტორად ინვესტიციების დაუცველობა და არასანდო სასამართლო სისტემა რჩება.

„ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, არ აქვს გარანტია, რომ მისი კაპიტალი უსაფრთხოდ იქნება და პრობლემის წარმოქმნისას საკუთარი უფლებების დასაცავად ეფექტიანი სამართლებრივი ბერკეტები ექნება... დღეს სულ უფრო რთული ხდება იმის დასაბუთება, რით ვჯობნით სხვა კონკურენტ ქვეყნებს. ამას ემატება პოლიტიკური ნარატივი და ის აგრესიული ტერმინოლოგია, რასაც მაღალი თანამდებობის პირები იყენებენ, რაც საინვესტიციო განწყობებს კიდევ უფრო აფუჭებს“, - აღნიშნავს ლევან ყარალაშვილი.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ არსებული პოლიტიკური ფონისა და ღირებულებითი აცდენის გამო, მათთან ახალ პროექტებზე მსჯელობა პრაქტიკულად შეჩერებულია.

„[ჩვენი დასავლელი პარტნიორები] ხედავენ განსხვავებას იმ ნარატივს შორის, რაც 20 წლის წინ ესმოდათ და რასაც დღეს ისმენენ... უცხოელი პარტნიორების პასუხიც ძალიან მარტივია: „ლევან, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს პროცესებს, თუმცა მოდი, აქტიურ პროექტებზე დღესდღეობით ნუ ვისაუბრებთ“... კაპიტალის ნაკადები სხვაგან გადამისამართდება - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ან თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ამ მიმართულებით საგრძნობლად წაიწიეს წინ. ამ ჭრილში - ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის - ერთგვარი მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსი მივიღეთ“, - აცხადებს ბიზნესმენი.

შექმნილი ვითარების გამო, „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამაც” საინვესტიციო აქტივობები მკვეთრად შეამცირა - თუ ადრე 50-მილიონიანი გეგმები არსებობდა, შარშან ჯგუფმა მხოლოდ $2 მილიონის ინვესტირება განახორციელა, წელს კი მიმდინარე პროექტებში $4 მილიონამდე ჩადებას გეგმავს, რაც არსებულ შესაძლებლობებთან შედარებით „მიზერული თანხაა“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა შემთხვევაში არ იქნება მოსწავლე ვალდებული, ატაროს სასკოლო ფორმა? - მიქანაძის განმარტება

რა შემთხვევაში არ იქნება მოსწავლე ვალდებული, ატაროს სასკოლო ფორმა? - მიქანაძის განმარტება

BM.GE

დამასკო რუსულ სამხედრო ბაზებზე სამოქალაქო ობიექტების მართვას იბრუნებს - სირია-რუსეთის შეთანხმება

დამასკო რუსულ სამხედრო ბაზებზე სამოქალაქო ობიექტების მართვას იბრუნებს - სირია-რუსეთის შეთანხმება

BM.GE

Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი სომხეთს Firebird-ის AI ქარხნის გახსნას ულოცავს

Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი სომხეთს Firebird-ის AI ქარხნის გახსნას ულოცავს

BM.GE

სომხეთში Nvidia-ს ბაზაზე შექმნილი პირველი AI ქარხანა გაიხსნა

სომხეთში Nvidia-ს ბაზაზე შექმნილი პირველი AI ქარხანა გაიხსნა

BM.GE