მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ეკონომიკური მდგომარეობა ხვდება უკრაინის ახალ მთავრობას?
რა ეკონომიკური მდგომარეობა ხვდება უკრაინის ახალ მთავრობას?

რა ეკონომიკური მდგომარეობა ხვდება უკრაინის ახალ მთავრობას?

BM.GE17 ივლისი, 2026, 14:10|bm.ge

უკრაინის ახალი ტექნოკრატიული მთავრობა, რომელიც რადამ გუშინ დაამტკიცა, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ჩაიბარებს, რომელზეც ომმა და საერთაშორისო დახმარებებზე დამოკიდებულებამ უარყოფითი გავლენა იქონია.

სერჰი კორეცკი და მისი ტექნოკრატიული გუნდი ჩაიბარებენ ქვეყანას, რომლის სახელმწიფო ვალიც 2026 წლის მაისის ბოლოსთვის $210.67 მილიარდს აღწევს. ეს მაჩვენებელი ნომინალური მშპ-ის 100%-ზე მეტია. ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ წლის ბოლომდე ის 105%-საც კი მიაღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის 2026 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 2%-დან 1.0%-1.6%-მდე შეამცირა. მაჩვენებლის გაუმჯობესება ენერგეტიკული კრიზისისა და თავდაცვის სფეროში გაზრდილი ხარჯების გამო ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც პრემიერ სერჰი კორეცკის დანიშვნამდე დამტკიცდა, დეფიციტურია. თუ მთავრობის ხარჯები წლის განმავლობაში $104 მილიარდითაა განსაზღვრული, მოელიან, რომ შემოსავალი მხოლოდ $64 მილიარდი იქნება. შესაბამისად, ფინანსური დანაკლისი დაახლოებით $40 მილიარდი იქნება.

ახალი პრემიერ-მინისტრისთვის პრიორიტეტი სწორედ $40 მილიარდის ოდენობის ფინანსური ნაპრალი ამოვსება იქნება. კორეცკი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა სტრუქტურული აღდგენის ეტაპზე საგანგებო საომარი მდგომარეობის ფონზეც კი გადაიყვანოს.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი ადმინისტრაცია საქმიანობას ხელცარიელი არ იწყებს. საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა კვლავ ძალაში რჩება. კორეცკის გუნდი გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის $8.1-მილიარდიან პროგრამაზე, რომელიც მიმდინარე წლის ფინანსურ დეფიციტს მნიშვნელოვანწილად შეამსუბუქებს. კრიზისის გადაჭრაში თავის როლს ევროკავშირის მრავალმილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებიც შეასრულებს.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მომავალში კაბინეტის წარმატება მზარდი ვალის მართვაზე, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და ზამთრის დადგომამდე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამართვაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, სერჰი კორეცკი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ეროვნულ ნავთობკომპანია Naftogaz-ს ხელმძღვანელობდა. ის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებში მანამდეც აქტიურად მონაწილეობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
  • დაურ ბუავას საქმესთან დაკავშირებით, უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს - რა ჩანს პროკურატურის გასაჯაროებულ კადრებშირუსთავი 2
  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მთავრობა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" სახეცვლილი პაკეტი მომავალ კვირაში უნდა წარადგინოს

მთავრობა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" სახეცვლილი პაკეტი მომავალ კვირაში უნდა წარადგინოს

BM.GE

ივლისში, მშენებლობის დარგში შემცირება დაფიქსირდა - საქსტატი

ივლისში, მშენებლობის დარგში შემცირება დაფიქსირდა - საქსტატი

BM.GE

თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები

თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები

BM.GE

მთავრობა რეგიონულ და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ აერთიანებს - შალვა პაპუაშვილი

მთავრობა რეგიონულ და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ აერთიანებს - შალვა პაპუაშვილი

BM.GE