მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალასაც ასაჯაროებს.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას დეტალურად მივაწოდოთ ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაურ ბუავა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, რაც მან და დაურ ბუავამ ერთად მოიხმარეს. ასევე, ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ, დაურ ბუავა ამბობდა, რომ მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრადლებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისივე განმარტებით, გონზე არ იყო. ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი გადარჩენა, მან დახმარების გარეშე მიატოვა დაურ ბუავა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა თავის გადასარჩენად ზომები მიეღო.

ამავდროულად, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა დაურ ბუავას მიერ ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ს მოხმარების და ალკოჰოლის მიღების ფაქტები, ხოლო მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”.

ასევე, დაურ ბუავას საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში და სადარბაზოში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა ბრალდებული ვ.კ.

ვიდეოკამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს, რომ იმავე დღეს 23 აგვისტოს, 01:57 საათზე და 02:38 საათზე დაურ ბუავა მარტო გადის სახლის სადარბაზოდან და ისევ დაახლოებით ორ წუთში უკან ბრუნდება. ამის შემდეგ დაურ ბუავა კამერებზე აღარ ფიქსირდება.

ვიდეოკამერების ჩანაწერებითვე დასტურდება, რომ 25 აგვისტოს, 09:43 საათზე დაურ ბუავას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ტოვებს ბრალდებული ვ.კ., რომელიც სავარაუდოდ ჯერ კიდევ შეუძლოდ არის და მას სადარბაზოში მყოფი ადგილობრივი მაცხოვრებლები ეხმარებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულია დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ კორპუსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. ასევე, ამოღებულია დაურ ბუავას და საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა, დანიშნულია და ტარდება შესაბამისი სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ორი პირი, რომელთაც საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ის პირია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება გადასცა ბრალდებულ ვ.კ.-ს, რაც ვ.კ.-მ მოგვიანებით დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →ბრალდებით →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

იმედი