
რა გახდა ევროს 17-თვიან მინიმუმამდე დაცემის მიზეზი?
ორშაბათს გამართულ სავაჭრო სესიაზე ევრო აშშ დოლართან მიმართებით 0.62%-ით გაუფასურდა და $1.1118-მდე დაეცა. არსებული ინფორმაციით, ევროპული ვალუტის მკვეთრი დაცემა საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტის გარშემო გაჩენილმა შეშფოთებამ და ობლიგაციების ბაზარზე დაფიქსირებულმა მასშტაბურმა გაყიდვებმა განაპირობა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკაში საჯარო ფინანსების მდგრადობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე ნახევარ წელზე მეტია დგას. დაგეგმილი საბიუჯეტო შეკვეცა განათლების სექტორში დაფინანსების მწვავე კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღებს ახალისებს. პოლიტიკურ გაურკვევლობას საგრძნობლად ართულებს საფრანგეთის პარლამენტში არსებული ვითარებაც, სადაც მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
პარალელურად, ევროპული ვალუტის მიმზიდველობას ამცირებს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც. როგორც ცნობილია, ტრეიდერები ოქტომბერში FED-ის მიერ განაკვეთის უცვლელად დატოვებას მოელიან, ეს კი ევროს ნაკლებად საინტერესოს ხდის.
BM.GE
წყარო: bm.ge