მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა განაპირობებს IT სექტორის შემოსავლების ზრდას - დავით კიზირიას შეფასება
რა განაპირობებს IT სექტორის შემოსავლების ზრდას - დავით კიზირიას შეფასება

რა განაპირობებს IT სექტორის შემოსავლების ზრდას - დავით კიზირიას შეფასება

BM.GE8 ივლისი, 2026, 09:40|bm.ge

"ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის" კოორდინატორის შეფასებით, IT სექტორის საგარეო შემოსავლების დიდი წილი იმ საერთაშორისო კომპანიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ.

როგორც დავით კიზირიამ BMG-ის სექტორში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპის შეფასებისას განუცხადა, სავარაუდოა, რომ დარგში მიგრაციული ბუმი ამოიწურა და ახლა სექტორის შემოსავლების დიდი წილი საერთაშორისო კომპანიებზე მოდის.

დავით კიზირია აღნიშნავს, რომ მათ შორის რეგიონის მასშტაბით არაერთი ქვეყანა სულ უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს IT სექტორში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებს. ამიტომ მისი თქმით, ჩნდება კითხვა, რამდენად შეძლებს საქართველო მომავალშიც ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.

“ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა IT ინდუსტრიის ზრდაა. ეს უკავშირდებოდა უშუალოდ კოვიდის შემდეგ ორმაგ გაციფრულების ტალღას, რომელიც გლობალური ტენდენცია იყო და უცბად გაჩნდა ძალიან დიდი მოთხოვნა, რომელსაც ბაზარი ვერ აკმაყოფილებდა. შესაბამისად, იმ მომენტში უცებ გაჩნდა მოთხოვნა პროგრამისტებზე. ამას დაემატა გეოპოლიტიკური ფაქტორები, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გაჩენილი მიგრაციული ნაკადები. ჩვენს შემთხვევაში, საქართველოში IT სპეციალისტების ნაკადები ძირითადად რუსეთიდან იყო, ასევე გარკვეული ნაკადი იყო უკრაინიდანაც.

მაგრამ ეს ტალღა დასტაბილურდა, რაღაც ნიშნულზე ავიდა და დღეს ასე აქტიურად აღარ მუშაობს. მეორეს მხრივ, არის იურისდიქციის მიმზიდველობა იყო, მათ შორის საგადასახადო შეღავათები. ჩემი აზრით, ეს მაჩვენებლები განპირობებულია იმით, რომ საგადასახადო შეღავათების გამო საქართველოს იურისდიქციით ბევრი უცხოური კომპანია დაინტერესდა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მათი შემოსავლებიც აისახება ამ სტატისტიკაში.

თუმცა აქაც უნიკალურები არ ვიყავით და IT ინდუსტრიაში ეს ტენდენცია არა მარტო გლობალურია, არამედ რეგიონშიც არის. მაგალითად, სომხეთში შარშან ძალიან წარმატებული შედეგები ჰქონდათ, რიგ შემთხვევებში უკეთესიც კი, ვიდრე საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის უპრეცედენტო ზრდა იყო.

როდესაც [ზრდის ტემპის] შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რა ადგილს იკავებს, რა პოზიცია აქვს საქართველოს IT ინდუსტრიას გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში. სამწუხაროდ, საკმაოდ დაბალი ნიშა [უჭირავს], რომელიც დაბალ ინტელექტუალურია და ნაკლებ პროდუქტიული. ეს არის არა რაღაც მაღალტექნოლოგიური ინოვაციების შექმნა, არამედ ნედლი მასალის, ადამიანური რესურსების მიწოდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ AI-ს განვითარებამ პროგრამისტების ინდუსტრიის ტრანსფორმაცია განაპირობა. დღეს ჩნდება უკვე მოთხოვნა არა დაბალი რგოლის პროგრამისტზე, რომელიც შეიძლება ხელოვნურ ინტელექტთან სწორი კომუნიკაციის შემდეგ ჩაანაცვლო, არამედ უფრო მაღალი კომპეტენციის პროგრამისტზე, რომელიც ფაქტობრივად ამ პროცესებს მართავს. ამ მიმართულებით რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული ბაზარი, დრო აჩვენებს”, - განაცხადა დავით კიზირიამ.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 441.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 65%-ით, ანუ 175 მილიონი დოლარით მეტია. ამასთან, რეკორდული იყო ამ სექტორისთვის 2025 წელიც, როდესაც მთლიანმა შემოსავალმა 1.15 მილიარდ დოლარს მიაღწია (ზრდა 67%).

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობას სახელმწიფო საიდუმლოების აქტების მიღება სხდომისა და ელექტრონული პროგრამის გარეშეც შეეძლება

მთავრობას სახელმწიფო საიდუმლოების აქტების მიღება სხდომისა და ელექტრონული პროგრამის გარეშეც შეეძლება

BM.GE

„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

BM.GE

აშშ-მა ირანულ ნავთობს სანქციები ხელახლა დაუწესა

აშშ-მა ირანულ ნავთობს სანქციები ხელახლა დაუწესა

BM.GE

არქიმ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს

არქიმ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს

BM.GE