ორიგინალი
რა გავლენას მოახდენს ხორბლის იმპორტის გადასახადი პურის ფასზე? - მალხაზ დოლიძის შეფასება
BM.GE·22:30

რა გავლენას მოახდენს ხორბლის იმპორტის გადასახადი პურის ფასზე? - მალხაზ დოლიძის შეფასება

25 ნოემბერი, 2026 · 22:30

საქართველოს მთავრობის მიერ ხორბლის იმპორტზე დაწესებული 100-ლარიანი გადასახადი ადგილობრივ ბაზარს ვერ წაახალისებს და მხოლოდ ფქვილისა და პურის თვითღირებულებას გაზრდის - ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან ერთ ტონა იმპორტირებულ ხორბალზე 100 ლარის ოდენობის საიმპორტო გადასახადი ამოქმედდა. ოფიციალური უწყებების განმარტებით, ამ რეგულაციის მიზანი ქართველი ფერმერების ხელშეწყობა, ადგილობრივ ხორბალზე მოთხოვნის გაზრდა და ფასის სტიმულირება იყო.

დარგის სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ინიციატივა რეალურ ეკონომიკურ სურათს აცდენილია. მალხაზ დოლიძის განმარტებით, ადგილობრივი მოსავალი იმდენად მცირეა, რომ ქვეყნის მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს, რის გამოც იმპორტის დაბეგვრამ, შესაძლოა, ფასების ზრდა გამოიწვიოს.

"რას ახალისებენ? ადგილობრივმა მწარმოებელმა რაც დაამზადა, ის დიდი ხანია ამოიწურა უკვე. საქართველომ სულ 150 000 ტონა ხორბალი აწარმოა, ქვეყანას კი კიდევ 600 000 ტონა სჭირდება. ადგილობრივი წარმოება ამ დეფიციტს ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს. მაშინ რატომ აძვირებთ ძალაუნებურად?" - აცხადებს დოლიძე.

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, წისქვილკომბინატებს ფქვილის ფასის გაძვირებაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ნედლეულზე ხარჯის ზრდა პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტზე:

"ამ ეტაპზე წისქვილებს ჯერ არ უთქვამთ, რომ ფქვილს ვაძვირებთო. როგორც კი პირველი ინფორმაცია იქნება, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენებთ მომხმარებელს. თუმცა პურის უმეტესი ნაწილი სოციალურ, ანუ დაბალ ფასად მიეწოდება მომხმარებელს. საცხობები ამ ტარიფით მუშაობას ვეღარ შეძლებენ, რადგან თუ ფქვილი გაძვირდა და ამას სადისტრიბუციო ჯარიმებიც დაემატა, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პურის ფასმა უნდა მოიმატოს", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მანამდე მალხაზ დოლიძემ BM.GE-ს განუცხადა, რომ პურის ღირებულებაზე შესაძლოა თბილისში მოქმედმა სატრანსპორტო რეგულაციებმა და სადისტრიბუციო მანქანების დაჯარიმებამ მოახდინოს გავლენა.

დოლიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი რეგულაციები დარგისთვის დამატებითი წნეხია და ის შექმნილ ვითარებაში იმპორტის გადასახადის დაწესებას გაუმართლებელ ნაბიჯად მიიჩნევს. მისივე თქმით, ადგილობრივი მეხორბლე ფერმერებისთვის წახალისება მათი სათესი მასალით მომარაგება იქნებოდა, რათა ქართულმა ხორბალმა კონკურენცია იმპორტულს გაუწიოს.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის გაძვირებაზე BM.GE-სთან წისქვილკომბინატი "ბარაქას" გენერალურმა დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ხორბლის იმპორტზე დაწესებული გადასახადების გამო, შესაძლოა, წლის ბოლომდე ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 5-7 ლარით, 55-57 ლარამდე გაძვირდეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა გავლენას მოახდენს ხორბლის იმპორტის გადასახადი პურის ფასზე? - მალხაზ დოლიძის შეფასება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·22:00

ტრამპი ჯენსენ ჰუანგის შეწყალებისთვის მზადაა და აშშ NVIDIA-ში წილის შეძენას განიხილავს

ტრამპი ჯენსენ ჰუანგის შეწყალებისთვის მზადაა და აშშ NVIDIA-ში წილის შეძენას განიხილავს
BM.GE·21:47

"ეს [სოც. დახმარების] სფერო კრიტიკას ვერ უძლებს“ - ზავრადაშვილი დაინტერესდა როდის გაითვალისწინებს სამინისტრო აუდიტის რეკომენდაციებს

"ეს [სოც. დახმარების] სფერო კრიტიკას ვერ უძლებს“ - ზავრადაშვილი დაინტერესდა როდის გაითვალისწინებს სამინისტრო აუდიტის რეკომენდაციებს
BM.GE·21:35

ლარიზაცია და შიდა განვადებები - ოთარ ნადარაია სების ახალი რეგულაციის რისკებს აფასებს

ლარიზაცია და შიდა განვადებები - ოთარ ნადარაია სების ახალი რეგულაციის რისკებს აფასებს
BM.GE·21:22

SoftBank-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი

SoftBank-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.