ტრამპი ჯენსენ ჰუანგის შეწყალებისთვის მზადაა და აშშ NVIDIA-ში წილის შეძენას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Nvidia-ს ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის შეწყალებისთვის მზადაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს საჭირო არ იქნება და საქმე აქამდე არ მივა.
ამასთან, ტრამპმა ჰუანგს კონგრესში დაკითხვისას სიმართლის თქმისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მას კონსტიტუციის მეხუთე შესწორების გამოყენება არ დასჭირდება.
რაც ყველაზე საყურადღებოა, ტრამპმა ისიც თქვა, რომ აშშ-ის მთავრობა Nvidia-ში წილის შეძენაზეც ფიქრობს, რადგან კომპანია ეროვნული მნიშვნელობისაა და მის ზრდა-განვითარებაზე აშშ-ის ეკონომიკა პირდაპირაა დამოკიდებული.
სახელმწიფოს მიერ წილის შესყიდვის პრეცედენტი უკვე არაერთხელ გვინახავს და მისი ბოლო, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი Intel-ის აქციების შესყიდვა იყო, რომელმაც მთავრობას საკმაოდ დიდი არარეალიზებული მოგება უკვე მოუტანა.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, CBS News-ის ცნობით, ჰუანგს მთავრობის უსაფრთხოების დაშვება ისევ აქვს, ის 1-ელ და 3 დეკემბერს კონგრესის კომიტეტების წინაშე წარდგება, სადაც მას სენატორების შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.
