ორიგინალი
SoftBank-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი
BM.GE·21:22

SoftBank-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი

25 ნოემბერი, 2026 · 21:22

უოლ-სტრიტზე ტექნოლოგიური აქციების გაყიდვების ფონზე, ოთხშაბათს დილით აზიის საფონდო ბირჟებზე ამავე სექტორის კომპანიების ღირებულება მკვეთრად დაეცა. ვარდნა ყველაზე მეტად იაპონური ნახევარგამტარების მწარმოებლებს და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ინვესტორ SoftBank Group-ს შეეხოთ.

კერძოდ, SoftBank-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა. იაპონიის ნახევარგამტარების სექტორში კი ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა კომპანია Advantest-მა, რომელიც Nvidia-ს ჩიპების სატესტო აღჭურვილობით ამარაგებდა. მისი აქციების ფასი 13%-ით შემცირდა. 12.82%-ით დაეცა Tokyo Electron-ის აქციების ღირებულება, რომელიც ჩიპების საწარმოო აღჭურვილობას Nvidia-ს პარტნიორ TSMC-ის აწვდის.

ამას გარდა, ნახევარგამტარების ინსპექტირების აღჭურვილობის მწარმოებელმა Lasertec-მა ღირებულების 11.23% დაკარგა. აღსანიშნავია, რომ წნეხის ქვეშ მოექცნენ სხვა იაპონური მწარმოებლებიც: Disco Corporation-ის აქციების ფასი 9.41%-ით დაეცა, Renesas Electronics-ის კი - 9%-ით.

აღსანიშნავია, რომ ნეგატიური ტენდენცია სამხრეთ კორეისა და ტაივანის ტექნოლოგიურ ბაზრებზეც გავრცელდა. ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის განკუთვნილი მეხსიერების ჩიპების მთავარმა მიმწოდებლებმა, Samsung Electronics-მა და SK Hynix-მა, ღირებულების 8%-ზე მეტი დაკარგეს. ამავე ქვეყნის ტექნოლოგიური კომპანიის, LG Innotek-ის აქციების ფასი კი 5%-ით შემცირდა.

ტაივანის ბირჟაზე Hon Hai Precision Industry-ს აქციები 8.6%-ით დაეცა, TSMC-ის - 7%-ით, ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელი Foxconn Technology-ს ღირებულება კი 4.93%-ით შემცირდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე არსებული პესიმიზმი ხელოვნური ინტელექტის სექტორში ინვესტიციების უკუგებასა და კაპიტალურ დანახარჯებთან დაკავშირებულ კითხვებს უკავშირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინდუსტრიას არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამართლდება კოლოსალური ხარჯები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SoftBank-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი

თემა: აქციები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·21:45
    ჯენსენ ჰუანგის პირადი ცხოვრება, NVIDIA-ს აქციები, უოლ-სტრიტის რყევა და გავლენა საქართველოზე
  • სივილ ჯორჯია·12:57
    2024 წლის საპროტესტო აქციების გამო დაპატიმრებული ანატოლი გიგაური ორწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს
  • რუსთავი 2·15:49
    საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხრიდან რომ არ ყოფილიყო ნეგატიური დამოკიდებულება და აქციები არ დაეორგანიზებინათ, მეტ ქვეყანას ექნებოდა მსგავსი კანონი უკვე ევროპაში - ზვიად შალამბერიძე სლოვენიაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე
  • ფორმულა·20:02
    75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა
აქციები

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·21:35

ლარიზაცია და შიდა განვადებები - ოთარ ნადარაია სების ახალი რეგულაციის რისკებს აფასებს

ლარიზაცია და შიდა განვადებები - ოთარ ნადარაია სების ახალი რეგულაციის რისკებს აფასებს
BM.GE·21:10

სამხრეთ კორეამ სტეიბლკოინების რეგულირების კანონპროექტი წარადგინა

სამხრეთ კორეამ სტეიბლკოინების რეგულირების კანონპროექტი წარადგინა
BM.GE·21:00

2027 წელს ნორვეგია უკრაინას $7 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

2027 წელს ნორვეგია უკრაინას $7 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს
BM.GE·20:45

სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება

სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.