მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რა მიიღო ივანიშვილმა იმით, რომ დამაპატიმრა?“ - 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვახო სანაია გათავისუფლდა
„რა მიიღო ივანიშვილმა იმით, რომ დამაპატიმრა?“ - 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვახო სანაია გათავისუფლდა

„რა მიიღო ივანიშვილმა იმით, რომ დამაპატიმრა?“ - 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვახო სანაია გათავისუფლდა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 17:48|bm.ge

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას სანაიამ განაცხადა, რომ „რეჟიმი განწირულია“ და მისი ბრძოლა გაგრძელდება.

„ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი ჯარიმა, ვერანაირი დარბევა ვერ მოახდენს ჩვენზე იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს დე ფაქტო მმართველს. რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება.

ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს - ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!“

მანვე აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნებას მომავალშიც გააგრძელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„ვერანაირი პატიმრობა, ჯარიმა და დარბევა ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს.

რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი და მკაფიოა: ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!

ვიბრძვით, რომ დავანგრიოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი. ეს რეჟიმი განწირულია. რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ მოახდინონ რეაგირება, არანაირი პრობლემა არ არის. კიდევ დავწერ, ბევრჯერ დავწერ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მომესურვება. მოდი, მარტივი შეკითხვა დაუსვას საკუთარ თავს ივანიშვილმა, რა მიიღო იმით, რომ დამაპატიმრა, გარდა იმისა, რომ თავისი მარიონეტის სახელი კიდევ უფრო დამკვიდრდა. აქ იმისთვის არ ვიჯექი, რომ გამოვიდე და რაიმე არ დავწერო, იმისთვის ვიჯექი, რომ ვწერ და ვსაუბრობ“.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. მანამდე, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ვახო სანაია 6 000 ლარითაც დააჯარიმეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდაიმედი
  • მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვატვ პირველი
  • პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, "ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათრუსთავი 2
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც - ირაკლი კობახიძე

BM.GE

წელს ქართული ღვინო 18 ქვეყანაში, 140-მდე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი | 7 თვის სტატისტიკა

წელს ქართული ღვინო 18 ქვეყანაში, 140-მდე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი | 7 თვის სტატისტიკა

BM.GE

მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

BM.GE

EU გაყინული რუსული აქტივებიდან დარიცხულ €1,4 მილიარდს უკრაინას გადასცემს

EU გაყინული რუსული აქტივებიდან დარიცხულ €1,4 მილიარდს უკრაინას გადასცემს

BM.GE