მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ქონებას ფლობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული RS-ის უფროსის ექსმოადგილე?
რა ქონებას ფლობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული RS-ის უფროსის ექსმოადგილე?

რა ქონებას ფლობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული RS-ის უფროსის ექსმოადგილე?

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 13:07|bm.ge

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ქონებრივი დეკლარაცია ციხიდან შეავსო. დოკუმენტი, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსანმა ივლისში წარადგინა, 2025 წლის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

ვლადიმერ ხუნდაძე დეკლარაციაში მხოლოდ ცოლის - ხათუნა ფხალაძის სახელზე რეგისტრირებულ 2 ავტომობილს უთითებს. მათგან „ტოიოტა რავ 4“ 2021 წელს 11 500 დოლარად აქვს შესყიდული, 2022 წლიანი LEXUS NX 250 AWD კი 2024 წელს 22 200 დოლარად. ხუნდაძეს ბინები ან სხვა სახის უძრავი ქონება დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს.

ამასთან, ხათუნა ფხალაძეს ნაღდი დანაზოგის სახით გასულ წელს 10 000 დოლარი ჰქონდა. შემოსავალს კი სხვადასხვა კერძო კომპანიებიდან იღებდა. გასული წლის განმავლობაში მას „ჯეო ნუტრიშენიდან“, „ფაინთრი ინტერნეიშენალიდან“, „სოფარმას წარმომადგენლობა საქართველოში“-დან და საქართველოს ფოსტიდან ჯამში 76 500 ლარის ხელფასი აქვს აღებული.

ვლადიმერ ხუნდაძემ კი 2025 წლის 6 თვის განმავლობაში, სანამ დაკავებული თანამდებობიდან მოხსნიდნენ ხელფასის სახით 54 132 ლარი აიღო.

ხათუნა ფხალაძემ გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 12 350 ლარის 3-წლიანი სესხი აიღო. შემოსავლის სახით დაფიქსირებულია ასევე უძრავი ქონების განვადებით მუხათწყაროში 120 000 დოლარად გაყიდული ქონებიდან 12 000 დოლარი.

ხათუნა ფხალაძემ ოჯახის წევრისგან 5 000 ლარის საჩუქარი, მეგობრისგან კი 12 000 ლარის საჩუქარი მიიღო.

გასულ წელს ხათუნა ფხალაძის ხარჯი შვილის სწავლის საფასური იყო 6 800 ევროს მოცულობით, ამასთან, ავიაბილეთების შესაძენად 8 700 ლარი ჰქონდა გასავალი.

ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. თავდაპირველად მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 1 ნოემბერს კი მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. იმ დროისთვის ვლადიმერ ხუნდაძე ადვოკატის ინფორმაციით, სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. ყოფილი მაღალჩინოსანი საგამოძიებო ორგანოებს იანვარში ჩაბარდა.

საქმე გორში, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ფაქტს ეხება. უწყების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან (გორის საკრებულოს წევრი), რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩაბარებული ყურძნის 99.2% მაღალი ხარისხისაა - რა ფასად იბარებს სახელმწიფოს კომპანია კახეთის მოსავალს

ჩაბარებული ყურძნის 99.2% მაღალი ხარისხისაა - რა ფასად იბარებს სახელმწიფოს კომპანია კახეთის მოსავალს

BM.GE

ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

BM.GE

აჭარაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 15 გადამცვლელი პუნქტი უკანონოდ მუშაობდა - ამოღებულია ₾365 000

აჭარაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 15 გადამცვლელი პუნქტი უკანონოდ მუშაობდა - ამოღებულია ₾365 000

BM.GE

სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

BM.GE