მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაჭაში მდებარე „ნოველა“ მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს - როგორია დატვირთვა?
რაჭაში მდებარე „ნოველა“ მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს - როგორია დატვირთვა?

რაჭაში მდებარე „ნოველა“ მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს - როგორია დატვირთვა?

BM.GE11 ოქტომბერი, 2026, 20:01|bm.ge

რაჭაში პრემიუმ კლასის სასტუმრო „ნოველა“ მთელი წლის განმავლობაში ოპერირებას გეგმავს. როგორც KA Group-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინა ჭილაძე BM.GE-სთან ამბობს, სასტუმრომ ზაფხულის სეზონი დაგეგმილზე უკეთესი შედეგით დაასრულა, ხოლო შემოსავლებმა მოლოდინს დაახლოებით 10%-ით გადააჭარბა.

„ნოველას“ 16 ნომერი აქვს და სასტუმრო ერთდროულად 40-მდე სტუმარს იტევს. ობიექტში ასევე განთავსებულია ბრასერია, ბისტრო-რესტორანი და საკონფერენციო სივრცე. აღსანიშნავია, რომ KA Group სასტუმროში მხოლოდ შემოსავლების მართვის მიმართულებით არის ჩართული და პროექტის ინვესტორი არ არის.

ჭილაძის განცხადებით, მიღებული შედეგების ფონზე კომპანიამ გადაწყვიტა, სასტუმროს მუშაობა მხოლოდ ზაფხულის დატვირთულ პერიოდს არ დაუკავშიროს და რაჭაში სეზონურობის შემცირების მიმართულებით იმუშაოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი ზაფხულის სეზონის შედეგი, რადგან ფაქტობრივად გვაჩვენა, როგორ იღებს ბაზარი ამ პროდუქტს და რამდენად სწორად არის შერჩეული სასტუმროს კონცეფცია. როდესაც ხედავ, რომ რეალური შემოსავალი დაგეგმილ მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით აჭარბებს, უკვე გაქვს საფუძველი, რომ შემდეგ ეტაპზე იფიქრო და არ დაკმაყოფილდე მხოლოდ მაღალი სეზონით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასტუმრო არ გავაჩეროთ შემოდგომიდან და ვეცადოთ, მთელი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ ოპერირება. ჩვენთვის ეს არის როგორც ბიზნესის განვითარების, ისე თავად რაჭაში სტუმარმასპინძლობის კულტურის უწყვეტობის საკითხიც“, - ამბობს ნინა ჭილაძე.

კომპანიისთვის დაბალი სეზონის დატვირთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო კორპორატიული სტუმრები იქნება. პარალელურად, „ნოველა“ ზამთარში სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების გააქტიურებას ელოდება, მათ შორის Freeride-ის მოყვარული ვიზიტორების ხარჯზე.

„შემოდგომისა და ზამთრის პერიოდისთვის სრულიად განსხვავებული მოთხოვნის შექმნა გვჭირდება. კორპორატიული მიმართულება ჩვენთვის საინტერესოა, რადგან რაჭაში ბევრი ისეთი ობიექტი და ორგანიზაციაა, რომელსაც სხვადასხვა ქალაქიდან თანამშრომლების მივლინებით ჩამოყვანა უწევს და ამ სეგმენტზე დაბალ სეზონზე მუშაობის შესაძლებლობას ვხედავთ. ზამთრისთვის კი კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება გვაქვს - Freeride. რაჭის გაუკვალავი თოვლი შეიძლება იმ ტურისტებისთვის გახდეს საინტერესო, ვინც სწორედ ასეთ გამოცდილებას ეძებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის გარკვეული რისკია, რადგან არ ვიცით, რამდენად სწრაფად გაიზრდება ამ მიმართულებით მოთხოვნა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბაზრის შესაქმნელად ნაბიჯი თავადაც უნდა გადავდგათ“, - აღნიშნავს ის.

სასტუმროს უცხოელი სტუმრების მოზიდვის მიმართულებითაც აქვს ზრდის პოტენციალი. კომპანიის მონაცემებით, „ნოველას“ სტუმრების დაახლოებით 76% საქართველოს მოქალაქეა, უცხოელ ვიზიტორებს შორის კი პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთისა და ნორვეგიის მოქალაქეები არიან. ისრაელის მოქალაქეების წილი წლის განმავლობაში დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

„უცხოურ ბაზრებზე მუშაობისას ჩვენთვის მთავარი ამოცანა მხოლოდ ერთი ქვეყნისგან ან ერთი არხისგან დამოკიდებულების თავიდან აცილებაა. ამიტომ სხვადასხვა ონლაინ სარეზერვაციო პლატფორმაზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, სასტუმროს შეთავაზება სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლამდე მივიტანოთ. საინტერესოა, რომ რაჭაში უკვე გვაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი უცხოური აუდიტორია - სტუმრები გვყავს როგორც პოლონეთიდან და გერმანიიდან, ისე საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და ნორვეგიიდან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ისრაელის ბაზარსაც, რომლის წილი ჩვენს შემთხვევაში დაახლოებით 10%-ია. პატარა სასტუმროსთვის ეს საკმაოდ საინტერესო მაჩვენებელია და გვაძლევს საფუძველს, რომ უცხოურ ბაზრებზე მუშაობა კიდევ უფრო გავააქტიუროთ“, - ამბობს ნინა ჭილაძე.

KA Group-ისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ადგილობრივი კადრების მოძიება და მათი პროფესიული მომზადება რჩება. კომპანია სასტუმროში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მომსახურების სტანდარტების მიმართულებით მათ გადამზადებას ცდილობს.

„რაჭაში ადამიანური რესურსის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ადამიანი იყოს დასაქმებული, თუმცა მხოლოდ დასაქმება არ არის საკმარისი - საჭიროა მათ ჰქონდეთ ის ცოდნა და უნარები, რასაც პრემიუმ სეგმენტის სტუმარი ელოდება. ამიტომ თანამშრომლების სწავლასა და განვითარებაში საკმაოდ ბევრი რესურსი იხარჯება. ჩვენი მიზანია, რომ მომსახურების ხარისხი არ იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რეგიონში მუშაობს სასტუმრო და სტუმარმა რაჭაშიც ზუსტად ის სტანდარტი მიიღოს, რასაც მაღალი კლასის ობიექტისგან ელოდება“, - აცხადებს ჭილაძე.

მისივე თქმით, „ნოველას“ განვითარების შემდეგ ეტაპზე დამატებითი სერვისების გაჩენა და ოთახების ფონდის გაზრდაც განიხილება : „სასტუმროს ამჟამინდელი ფორმატი ჩვენთვის საბოლოო წერტილი არ არის. ვაკვირდებით მოთხოვნას, სტუმრების ქცევას და იმ სერვისებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის საჭირო. თუ ბაზარი და ოპერირების შედეგები მოგვცემს ამის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, გვინდა როგორც დამატებითი სერვისების განვითარება, ისე ოთახების ფონდის გაზრდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ეტაპობრივად განვითარდეს და რაჭაში უფრო დიდი ტურისტული პროდუქტის შექმნის ნაწილი გახდეს“, - ამბობს ნინა ჭილაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს

Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე დრონების თავდასხმის შემდეგ, აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს

BM.GE

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

BM.GE

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

BM.GE

კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”

კონდიციურ ყურძენში 5-10 თეთრით მეტს ვიხდით - “მეღვინეობა შილდა”

BM.GE