მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენად განსხვავდება სურსათის ფასები ევროპულ ქვეყნებში?
რამდენად განსხვავდება სურსათის ფასები ევროპულ ქვეყნებში?

რამდენად განსხვავდება სურსათის ფასები ევროპულ ქვეყნებში?

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 04:05|bm.ge

ევროპის მასშტაბით სურსათის ღირებულება ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. როგორც წესი, შვეიცარიაში პროდუქტები ყველაზე ძვირია. უკრაინაში კი მომხმარებელი საკვებში ყველაზე ნაკლებს იხდის. კერძოდ, შვეიცარიაში ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 89.2%-ით აღემატება.

Numbeo-ს მონაცემებით, თუ ევროკავშირში სტანდარტული კალათა საშუალოდ €69.8 ჯდება, შვეიცარიაში ანალოგიური პროდუქტების ღირებულება €137.9-ს აღწევს

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნების ხუთეულში სამი სკანდინავიური სახელმწიფო მოხვდა. პირველ ადგილს იკავებს ისლანდია, რომელსაც ნორვეგია, ლუქსემბურგი და დანია მოსდევს. რაც შეეხება ევროპის უმსხვილეს ეკონომიკებს, სურსათი ყველაზე ძვირი საფრანგეთშია. ამ ქვეყანაში ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 27.5%-ით აღემატება. ამასთან, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში პროდუქტების ღირებულება თითქმის იდენტურ ნიშნულზე ფიქსირდება. დიდი სახელმწიფოებიდან ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე იაფი სურსათი მხოლოდ ესპანეთში იყიდება.

დაბალ ფასებს რაც შეეხება, ევროკავშირის მასშტაბით სურსათი ყველაზე იაფი რუმინეთშია. მიუხედავად ამისა, დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო ადგილობრივი შინამეურნეობები საკუთარი ბიუჯეტის დიდ ნაწილს სწორედ საკვებში ხარჯავენ. თუ მხოლოდ EU-ს წევრებს არ შევაფასებთ, მაშინ დავინახავთ, რომ ფასები საშუალოდ ყველაზე დაბალი უკრაინაში, მოლდოვასა და ჩრდ. მაკედონიაშია. ასევე, იაფი ქვეყნების ხუთეულში ხვდება საქართველო, სადაც სურსათი საშუალოდ უფრო იაფია, ვიდრე ევროკავშირში.

ცნობისთვის, ევროკავშირში შინამეურნეობების ხარჯების 13.6% სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის. საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახადების წილი კი 23.6%-ს შეადგენს.

Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, რეიტინგი ასე ნაწილდება. ამ შემთხვევაში, 100 ქულა ნიშნავს ევროკავშირის საშუალოს, შესაბამისად, მასზე მაღალი აღნიშნავს ძვირს, ხოლო დაბალი - იაფს.

ევროპული ქვეყნები, სადაც სურსათი ყველაზე ძვირია

1. შვეიცარია - 189.22. ისლანდია - 183.63. ნორვეგია - 154.44. ლუქსემბურგი - 134.95. დანია - 128.4

ევროპული ქვეყნები, სადაც სურსათი ყველაზე იაფია 1. უკრაინა - 52.22. მოლდოვა - 57.23. ჩრდ. მაკედონია - 59.84. კოსოვო - 60.65. საქართველო - 60.6

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE

რამდენი ომი დაასრულა დონალდ ტრამპმა რეალურად?

რამდენი ომი დაასრულა დონალდ ტრამპმა რეალურად?

BM.GE

უმსხვილესი ევროპული ბანკების რეიტინგი

უმსხვილესი ევროპული ბანკების რეიტინგი

BM.GE

„ოქროს ბურთი“ - როგორ ირჩევენ გამარჯვებულს და ვინ აძლევს ხმას?

„ოქროს ბურთი“ - როგორ ირჩევენ გამარჯვებულს და ვინ აძლევს ხმას?

BM.GE