მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას ეფუძნება "ფასების კომისიის" დასკვნა | განმარტება
რას ეფუძნება "ფასების კომისიის" დასკვნა | განმარტება

რას ეფუძნება "ფასების კომისიის" დასკვნა | განმარტება

BM.GE1 მაისი, 2026, 12:51|bm.ge

ფასების საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა მოამზადა. როგორც კომისიის დასკვნით სხდომაზე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკისთვის სამი მნიშვნელოვანი სექტორი შეისწავლეს: კვების პროდუქტების სექტორი, FMCG სექტორი, მედიკამენტების სექტორი და საწვავი. დასკვნა კი რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით შეიმუშავეს.

"პირველი - შეხვედრების ფარგლებში ჩვენ 62 კომპანიას შევხვდით, რომლებიც იყვნენ სექტორში ძირითადი მოთამაშეები, ასევე შევხვდით ასოციაციებს და არაკომისიურ ფარგლებში 82 კომპანიის საოპერაციო ხარჯები შევისწავლეთ, შევისწავლეთ მათი ბიზნეს პროცესები, ასევე შევისწავლეთ მათი ფინანსური სტაბილურობა - ეს ერთი ნაწილი იყო.

ასევე, კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში, განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე. მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 25 თუ 26 აპრილამდე. ამ პერიოდში მონიტორინგი ხდებოდა ძირითადად საბაზისო პროდუქტებზე, სადაც ჯგუფი აკვირდებოდა ფასებს სხვადასხვა ქსელებში და ფასების საქციელს", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ფასების კომისიის დასკვნაში ასახულია თუ როგორ ფუნქციონირებს საქართველოში FMCG ბაზარი და რომელ ბაზრებს ჰგავს.

"ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, ბაზრის ორი მოდელი არსებობს: ერთი არის გასაშუალოებული მოდელი, რომელიც დაფუძნებულია პროდუქტის გასაშუალოებულ ფასზე და რომელიც მუშაობს ფასდაკლებების გარეშე ან მცირე ფასდაკლებებით.

ბაზრის მეორე მოდელი არის ის, რომელიც მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით. ასეთი ბაზარია დღეს საქართველოში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაც არის ბაზრის მდგომარეობა. FMCG სექტორში ბაზარი მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით. უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლის დროს გამოვლინდა, რომ მსგავსი ბაზრები არსებობს აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში, ეს არ არის ახალი მოდელი, ეს არის არსებული ორი მოდელიდან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოშია, ამას თავისი გარემოებები აქვს.

ბაზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტის საბაზისო დახლის ფასი, თუმცა პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფასდაკლებებით ხდება მათი რეალიზაცია. ეს არის ბაზრის საქციელი და საშუალო შეწონილი ფასი, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვნად ნაკლები არის ვიდრე პირველი დახლის ფასი. ეს იყო აღმოჩენები ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით.

შემდეგ გადავედით თვითონ სექტორში ფასწარმოქმნის ჯაჭვზე და მონაწილე კომპანიებზე. აქ არის სამი კომპონენტი, როგორც შეხვედრებში გამოვლინდა: არის მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და ქსელი. სწორედ ამ სამი წერტილის ჯამური კომერციული ურთიერთობები ქმნის საბოლოო სამომხმარებლო ფასს, მათი კომერციული ურთიერთობები და კომერციული ურთიერთობების პრინციპები ქმნის საბოლოო სამომხმარებლო ფასს და ეს აისახება შემდეგ კომერციული საქციელით.

სწორედ ჩვენს შემთხვევაში შევისწავლეთ თითოეული წერტილის მნიშვნელოვანი მოთამაშეების ფინანსური და საოპერაციო ხარჯები.

ჩვენ არავითარი საფუძველი არა გვაქვს, რომ აუდიტის დასკვნებს არ ვენდოთ, განსაკუთრებით დიდი ქსელების პირობებში, რომლებსაც დიდი ოთხეული ჰყავთ აუდიტორული კომპანიები, საერთაშორისო კომპანიები და მათ დასკვნებს ენდობიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. სწორედ მათი აუდიტის ანალიზმა მოგვცა შემდეგი სურათი, რომ დიდი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. ვსაუბრობ დიდ ქსელებზე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, დასკვნაში მითითებულია მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები:

"ერთი არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც იქნება საშუალოვადიანი პერიოდი, ანუ 6-დან 9 თვემდე და ეს დაფუძნებული იქნება არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე და საუკეთესო პრაქტიკებზე - ჩვენს დასკვნაში აქ სხვადასხვა ქვეყნების მოდელები გვყავს მოყვანილი: ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ესპანეთის, ჰოლანდიის და ამაზე უკვე უფრო დეტალებშია საუბარი, გადახდის ფორმებზე, როგორ და რა, ეს უკვე დეტალებია. დასკვნა ეფუძნება ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას, რადგან ეს გაიგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და უფრო დეტალურად იქ უკვე დამუშავდება.

გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას, როგორც გითხარით და დამოკლება და ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას და მოკლევადიანი, აღებულია 3-4 ქვეყნის გამოცდილება და თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ, აქედან ჩვენი რეკომენდაცია უფრო რბილი ჩარევაა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს".

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

I კვარტალში სადაზღვევო სექტორი 18%-ით გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

I კვარტალში სადაზღვევო სექტორი 18%-ით გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

BM.GE

„ფასების კომისია“ FMCG ბაზარზე ახალი რეგულაციების შემოღებას და გადასახადების ნაწილის გაუქმებას უჭერს მხარს

„ფასების კომისია“ FMCG ბაზარზე ახალი რეგულაციების შემოღებას და გადასახადების ნაწილის გაუქმებას უჭერს მხარს

BM.GE

300-ზე მეტი ტრეიდინგ ტოკენი Coinmania-ზე!

300-ზე მეტი ტრეიდინგ ტოკენი Coinmania-ზე!

BM.GE

აპრილში სააგენტო BMG-ის სიახლეები 2.7 მილიონჯერ წაიკითხეს

აპრილში სააგენტო BMG-ის სიახლეები 2.7 მილიონჯერ წაიკითხეს

BM.GE