მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტების ინდექსაცია? - მინისტრის განმარტება
რას ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტების ინდექსაცია? - მინისტრის განმარტება

რას ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტების ინდექსაცია? - მინისტრის განმარტება

BM.GE15 მაისი, 2026, 17:47|bm.ge

საქართველოს მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონტრაქტებში ღირებულების ინდექსაციის კომპონენტის შემოტანას გეგმავს - ამას ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის შესახებაც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს სამშენებლო კონტრაქტებში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები იგეგმება №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში.

ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ინდექსაცია არსებულ ხელშეკრულებებს შეეხება. ფასის ცვლილება კი დაკავშირებული იქნება ნავთობის ფასთან, რაც 2026 წლის მარტიდან ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა. ამასთან, მინისტრის თქმით, ინდექსაცია მხოლოდ ზრდის მიმართულებით არ მოხდება და თუ მაგალითად მომავალში რომელიმე ნედლეულის - მაგალითად, რკინის ფასი მნიშვნელოვნად შეიცვლება, სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტებში ფასები შესაბამისად დაკორექტირდება.

"ინდექსაციის საკითხი, რომელიც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც კონტრაქტი მრავალწლიანია, ეს სერიოზული გამოწვევა იყო. ყველა ის ცვლილება, რაზეც დღეს გვქონდა საუბარი, ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით სექტორს მაქსიმალურად გააჯანსაღებს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ხარისხიან პროდუქტს დროულად, რაც მთავარი ჩვენი გამოწვევაა.

ხარჯები გაიზრდება ადეკვატურად. თუ მაგალითად, საწვავზე ფასი მოიმატებს და კონკრეტულად რომელიღაცა პროექტში საწვავის წილი არის გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, ამ ინდექსაციის შედეგად ხარჯი ამ მიმართულებით გაიზრდება. თუმცა აქ მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ გითხრათ: ინდექსაცია არ არის მხოლოდ ზრდის ტენდენციისკენ მიმართული. ინდექსაცია, მათ შორის, შეეხება თუ ფასების რადიკალური კლება გვექნება. შეიძლება დღეს, პირობითად ვამბობ, რკინის ფასმა მოიმატოს საგრძნობლად და შემდგომში დაიკლოს - რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ჯერჯერობით უცნობია ინდექსაციის კომპონენტის შემოტანით, სამშენებლო კონტრაქტების ღირებულების სავარაუდო ზრდა რამდენი მილიონი ლარი შეიძლება იყოს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები — იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

BM.GE

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

BM.GE

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

BM.GE

მნიშვნელოვანი ფაქტები FED-ის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ

მნიშვნელოვანი ფაქტები FED-ის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ

BM.GE