მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ამოიღეს GREDA-ს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონების გეგმიდან?|სამინისტროს პასუხი
რატომ ამოიღეს GREDA-ს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონების გეგმიდან?|სამინისტროს პასუხი

რატომ ამოიღეს GREDA-ს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონების გეგმიდან?|სამინისტროს პასუხი

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 13:14|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი "უწყებათაშორის შეთანხმების სტანდარტულ პროცედურებს გადის".

ასე უპასუხეს მარიამ ქვრივიშვილის უწყებაში BMG-ის კითხვას - რატომ ამოიღო მთავრობამ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონების გეგმიდან.

საუბარია საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის (GREDA) ინიციატივით და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა გაინაწილონ განახლებადი ენერგიის პროექტებიდან (მზე, ქარი, ჰიდრო) მიღებული სარგებელი ინვესტორმა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და იმ დასახლებამ, სადაც ელექტროსადგური შენდება. კანონპროექტის მიზანია, განახლებადი ენერგიის პროექტების მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა.

"პროექტი ამ ეტაპზე გადის უწყებათაშორის შეთანხმების სტანდარტულ პროცედურებს, რომლის დასრულების შემდეგ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში განსახილველად", - ნათქვამია სამინისტროს წერილობით პასუხში, მაგრამ გაუგებარია, რატომ გახდა აღნიშნული საჭირო, როდესაც GREDA-ს კანონპროექტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მისაღები კანონპროექტების გეგმაში იყო, თუმცა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ისე დაასრულა მუშაობა, რომ მთავრობას (ეკონომიკის სამინისტროს) კანონპროექტი პარლამენტში არ შეუტანია და შესაბამისად, არც მიუღიათ.

მთავრობამ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონების გეგმიდან ამოიღო

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პასუხი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • რა მდგომარეობაშია გელათის მონასტერი - კულტურის სფეროს წარმომადგენლები კითხვებზე პასუხებს ითხოვენტვ პირველი
  • „არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”ნეტგაზეთი
  • ზელენსკი: თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე არ დათანხმდება, უკრაინა პასუხს გასცემსფორმულა
პასუხი →

მსგავსი სტატიები

ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება

BM.GE

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

BM.GE

დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი – მათ ქვეყნიდან გააძევებენ

დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი – მათ ქვეყნიდან გააძევებენ

BM.GE

აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

BM.GE