მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ არ მუშაობს ლეგალური დასაქმების პროგრამა გერმანიის გარდა სხვა ქვეყნებში? - მინისტრის მოადგილის პასუხი
რატომ არ მუშაობს ლეგალური დასაქმების პროგრამა გერმანიის გარდა სხვა ქვეყნებში? - მინისტრის მოადგილის პასუხი

რატომ არ მუშაობს ლეგალური დასაქმების პროგრამა გერმანიის გარდა სხვა ქვეყნებში? - მინისტრის მოადგილის პასუხი

BM.GE11 მაისი, 2026, 23:00|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი იმ ფაქტს, რომ ცირკულარული მიგრაციის პროგრამა გერმანიის გარდა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად არ მოქმედებს, თავად ამ ქვეყნებიდან ნაკლებ აქტიურობას უკავშირებს.

საქმე ისაა, რომ ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები და შესაბამისი ოქმები 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: გერმანიასთან, ისრაელთან, საფრანგეთთან და ბულგარეთთანაა გაფორმებული, თუმცა მოქალაქეები მხოლოდ გერმანიაში საქმდებიან. BMG დაინტერესდა, რა არის ამის მიზეზი, რაზეც მინისტრის მოადგილემ შემდეგი განმარტება გააკეთა:

"იყო გერმანული მხარის აქტიური ჩართულობა, შესაბამისად მოთხოვნაც იყო, წინა წლებში ჩვენ გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ და ამ პროგრამებით 2000-მდე საქართველოს მოქალაქე სარგებლობდა. დღესდღეობით, 1500-მდე საქართველოს მოქალაქე სარგებლობს. უკვე იქ ჩასული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ინდივიდუალურ კავშირებს ამყარებენ გერმანელ დამსაქმებლებთან, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაბამისი უწყება გვაწვდის იმას თუ რამდენი საქართველოს მოქალაქეა ლეგალურად ამ პროგრამის საფუძველზე, ანუ შეთანხმებიდან გამომდინარე დასაქმებული.

რამდენიმე ქვეყანასთან ამგვარი შეთანხმებები არის, მაგრამ ისინიც არ აქტიურობენ და ჩვენც სხვადასხვა ქვეყანაში ზოგადად მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებით. ზოგიერთ ქვეყანას არ უნდა, არ აწყობს, არ სურს, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ არსაიდან, რომ მასთან ლეგალურად ჩავიდნენ ადამიანები და დასაქმდნენ, იცავენ თავიანთ შრომის ბაზარს და ამაში ცუდი არაფერია. ჩვენც თუ დავკავდებით აღნიშნულით, კარგი იქნება", - აღნიშნა მან.

გერმანიაში 1448 მოქალაქე დასაქმდა - რომელ ქვეყნებთან მუშაობს საქართველო ლეგალურ მიგრაციაზე?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE