მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ გეგმავს ესპანეთის ხელისუფლება ქვეყანაში TikTok-ის დაბლოკვას?
რატომ გეგმავს ესპანეთის ხელისუფლება ქვეყანაში TikTok-ის დაბლოკვას?

რატომ გეგმავს ესპანეთის ხელისუფლება ქვეყანაში TikTok-ის დაბლოკვას?

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 02:30|bm.ge

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში TikTok-ის დაბლოკვა მოითხოვა. როგორც ირკვევა, პედრო სანჩესის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამოქალაქო ჯგუფმა Maldita-მ უახლესი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.

ანგარიშში ეწერა, რომ ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი მასალების გავრცელებაზე პლატფორმა არასაკმარის კონტროლს ახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ქვეყნის პროკურატურამ საქმეზე წინასწარი გამოძიებაც კი დაიწყო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პროკურატურის ნაბიჯი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებების დასაცავად ხელისუფლება სოციალური ქსელის შეჩერებასაც არ მოერიდება.

პარალელურად, ესპანეთის ახალგაზრდობისა და ბავშვთა სამინისტრომ TikTok-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას ქვეყანაში სერვისების ნებაყოფლობით შეჩერება მოსთხოვა.

თავად TikTok-ში განმარტეს, რომ პლატფორმაზე მსგავსი მასალების განთავსება კატეგორიულად აკრძალულია და ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე კომპანიამ კონტენტის გამოსავლენად და წასაშლელად სწრაფი ზომები მიიღო.

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ დარღვევების აღმოსაფხვრელად სპეციალურ უსაფრთხოების გუნდსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.

რაც შეეხება პლატფორმის აკრძალვის სამართლებრივ მექანიზმებს, აღსანიშნი ფაქტია, რომ ესპანეთის მთავრობასა და ქვეყნის მონაცემთა დაცვის სააგენტოს TikTok-ის მუდმივი დაბლოკვის უფლებამოსილება არ აქვთ.

სერვისის იძულებითი შეჩერებისთვის უწყებას სასამართლოს განჩინება სჭირდება, ხოლო ევროკავშირის რეგულაციების ფარგლებში ესპანურ მარეგულირებელს დროებითი შეზღუდვების დაწესება მაქსიმუმ სამი თვით შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ღარიბაშვილის ადვოკატი: ირაკლის პოზიციით, პაემნების შეზღუდვა ხელისუფლების გადაწყვეტილებაატვ პირველი
  • ევროკავშირს უნდოდა, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული - ზურაბ რურუარუსთავი 2
  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევანეტგაზეთი
  • ევროკავშირი -„ხელისუფლებას აღარ ვაფინანსებთ, მოსახლეობის მხარდაჭერას კი ვაგრძელებთ“ფორმულა
ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

თურქეთის საბანკო მარეგულირებლის ხელმძღვანელი გადადგომას გეგმავს - რა გახდა მიზეზი?

თურქეთის საბანკო მარეგულირებლის ხელმძღვანელი გადადგომას გეგმავს - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

იაპონური კომპანია ორმაგი დანიშნულების თანამგზავრების მასობრივ წარმოებას იწყებს

იაპონური კომპანია ორმაგი დანიშნულების თანამგზავრების მასობრივ წარმოებას იწყებს

BM.GE

საქართველო დღევანდელ ვითარებაში რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ, რომელიც ევროპას აკავშირებს აღმოსავლეთის სივრცესთან - კობახიძე

საქართველო დღევანდელ ვითარებაში რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ, რომელიც ევროპას აკავშირებს აღმოსავლეთის სივრცესთან - კობახიძე

BM.GE

რატომ შეადგენს ვაქცინაციის ბიუჯეტის 9 თვის ათვისება 36.2%-ს - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

რატომ შეადგენს ვაქცინაციის ბიუჯეტის 9 თვის ათვისება 36.2%-ს - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

BM.GE