მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ შეწყვიტა ამერიკამ ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის წინააღმდეგ გამოძიება?
რატომ შეწყვიტა ამერიკამ ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის წინააღმდეგ გამოძიება?

რატომ შეწყვიტა ამერიკამ ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის წინააღმდეგ გამოძიება?

BM.GE21 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაუქმების და გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ბიზნესმენს ინდოეთში მზის ელექტროსადგურის პროექტის მოსაპოვებლად ადგილობრივი პოლიტიკოსების $265 მილიონით მოსყიდვასა და ამერიკელი ინვესტორების მოტყუებაში სდებდნენ ბრალს, რასაც მისი კომპანია კატეგორიულად უარყოფდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ინდოელმა მეწარმემ აშშ-ის ეკონომიკაში $10 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო.

დემოკრატი სენატორების განცხადებით, გამოძიების შეწყვეტა პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ ინვესტიციას და ადანის კავშირებს პრეზიდენტ ტრამპთან. საქმე ისაა, რომ ინდოელმა მილიარდერმა საკუთარ ადვოკატად რობერტ ჯიუფრა უმცროსი დანიშნა, რომელიც ამავდროულად დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატიც არის. ჯიუფრა უმცროსის განმარტებით, დასახელებული $10 მილიარდის ინვესტიცია ამერიკის ბაზარზე 15 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, $108 მილიარდის ქონებით, გაუტამ ადანი უმდიდრეს ადამიანთა შორის მე-17 ადგილს იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • იოსელიანი ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაში გადასვლას მიესალმებატვ პირველი
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • პრემიერი პატიმარ დავითაძის საქმეზე: ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენება ნორმალური მოვლენაა და შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს, მალევე დაიწყო გამოძიება, ვერც სახალხო დამცველმა დაადგინა და არც პროკურატურის გამოძიებაში არ დადგინდა არავითარი მტკიცებულებარუსთავი 2
  • პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაასრულაფორმულა
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE