მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ თბილისი? მაქრო ჯგუფის დახურული შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან
რატომ თბილისი? მაქრო ჯგუფის დახურული შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან

რატომ თბილისი? მაქრო ჯგუფის დახურული შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 13:58|bm.ge

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიამ „მაქრო ჯგუფმა“ სასტუმრო „სვისოტელ თბილისში“ საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) წევრებისთვის ექსკლუზიური, დახურული შეხვედრა გამართა, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უძრავი ქონების გლობალური და რეგიონული ტენდენციები, საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები და კომპანიის სამომავლო სტრატეგიული ხედვები გააცნო.

შეხვედრას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო ატაშე, ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მიმზიდველ ბაზრად რჩება. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობით უძრავი ქონების სექტორი მეორე ადგილზე იყო, თურქეთი კი ქვეყნის მესამე უმსხვილესი ინვესტორი გახდა.

„დღეს ინვესტორები ეძებენ ბაზრებს, სადაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა და სანდო ბიზნესგარემოა. საქართველო სწორედ ამ უპირატესობებს აერთიანებს. მაქროს მიზანია, ბაზრის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს კარგად გათვლილი, გრძელვადიანი პროექტებით, რომლებიც ყველა პარტნიორისა თუ მომხმარებლისთვის სტაბილურ ღირებულებას შექმნის“,— განაცხადა გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა, ოღუზ ქაან ქარაერმა.

პრეზენტაციის ფარგლებში მომხსენებლებმა დეტალურად მიმოიხილეს და ერთმანეთს შეადარეს საქართველოსა და თურქეთის უძრავი ქონების ბაზრები. აღინიშნა, რომ თბილისი გამოირჩევა ინვესტიციის სწრაფი უკუგებით, უძრავი ქონების მზარდი ღირებულებითა და გაქირავებიდან მიღებული სტაბილური შემოსავლით. ამ კონტექსტში სტუმრებს წარუდგინეს კომპანიის გამორჩეული პროექტები, მათ შორის „მაქრო სითი თბილისი“, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უბანში სრულყოფილ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ინვესტიციის მოგებიანობასა და თანმდევი ხარჯების სტრუქტურაზე ისაუბრა გაყიდვებისა და მარკეტინგის კოორდინატორმა, ალპერ სალიჰ უგურმა:

„ფინანსური გათვლებისას გადამწყვეტია არა მხოლოდ ქონების საწყისი ფასი, არამედ მისი ფლობისა და განკარგვის ხარჯები. მინიმალური საოპერაციო დანახარჯები და გადახდის მოქნილი გრაფიკი ინვესტორს საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართოს ფულადი ნაკადები და მაღალი წმინდა მოგება მიიღოს. ჩვენი მიზანია, ყველა მყიდველი, იქნება ეს ინვესტორი თუ მომავალი მობინადრე, პირველივე წლიდან დარწმუნდეს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში“.

ღონისძიების დასასრულს „მაქრო ჯგუფის“ წარმომადგენლებმა კომპანიის მომავალი განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრეს. კომპანია საქმიანობის მნიშვნელოვან გაფართოებასა და მასშტაბური დეველოპერული პროექტების დაწყებას გეგმავს, რაც ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე თვისებრივად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვას კიდევ უფრო წაახალისებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
  • თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავესფორმულა
თბილისში →ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE