მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რაც აქციით ფასდაკლებით იყიდებოდა, ახლა ცალკე კუთხეში მოუყარეს თავი“ - გოცირიძე "სოციალურ კალათაზე"
„რაც აქციით ფასდაკლებით იყიდებოდა, ახლა ცალკე კუთხეში მოუყარეს თავი“ - გოცირიძე "სოციალურ კალათაზე"

„რაც აქციით ფასდაკლებით იყიდებოდა, ახლა ცალკე კუთხეში მოუყარეს თავი“ - გოცირიძე "სოციალურ კალათაზე"

BM.GE13 მაისი, 2026, 21:55|bm.ge

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, ქსელური მარკეტების მიერ 15 პირველად პროდუქტზე ფასდაკლებული „სასურსათო კალათის“ გაკეთება „თვალში ნაცრის შეყრაა“.

ის აღნიშნავს, რომ მარკეტებში პირველადი მოხმარების პროდუქტები სააქციო ფასებში ისედაც იყიდებოდა ხოლმე, ახლა კი ამ პროდუქტს უბრალოდ ერთად მოუყარეს თავი. გოცირიძე სვამს კითხვას მსგავსი აქციის წამოწყება ფასების კომისიის მუშაობის შედეგი არის თუ არა?

„ზოგიერთ დიდ ქსელურ სუპერმარკეტში სასურსათო კალათების კუთხეები გაკეთდა, სადაც ფასდაკლებით შეიძლება იყიდო საქონელი. ანუ, აქციის ფარგლებში რაც ფასდაკლებით იყიდებოდა, ახლა ცალკე კუთხეში მოუყარეს ერთად თავი და ამას სურსათზე ფასების შემცირების მთავრობისადმი დანაპირების შესრულებად ასაღებენ. თურმე უკვე იაფად შეგვიძლია 15 დასახელების პროდუქტის შეძენა. ესენია: ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი და ა. შ. რა, ამათზე არ იყო აქციები აქამდე? თუ ეს მუდმივად იქნება? არ იქნება, მოსწყინდებათ და გააუქმებენ. ექვს სუპერმარკეტში მსგავსი აქციის წამოწყება არის ფასების კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგი? გააიაფეს მცირედით 15 დასახელების საქონელი, სამაგიეროდ გააძვირებენ 1500-სს. მოგება იმაზე მეტიც ექნებათ, ვიდრე აქამდე. თანაც უბნის მაღაზიებსაც შეავიწროებენ და მათ კლიენტურას აქეთ გადმოქაჩავენ, მერე ფასებს უფრო ასწევენ. ასე იყო და ასე მოხდება, როცა მსგავსი “აქციები” იმართება. თვალში ნაცრის შეყრაა ეს ყველაფერი", - ამბობს გოცირიძე.

ცნობისთვის, რითეილ ასოციაციის განცხადებით, ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ. სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ დარგობრივი გაერთიანების წევრებმა სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები თითქმის ორი კვირაა რაც დაიწყეს, თუმცა თითოეული ქსელური მარკეტის მიერ „სოციალური კალათის“ ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქტებზე განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მთავრობისა და ბიზნესის კომუნიკაციისას გამოკვეთილ 15 პირველადი მოხმარების პროდუქტზე ქსელების მიერ შეთავაზებული ფასდაკლება მოკლევადიანი შედეგია და გრძელვადიანი შედეგისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალესრუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართებატვ პირველი
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
აქცია →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE