
რაზე მეტყველებს ბიზნესში მოთხოვნის სიმცირის პრობლემის გამწვავება? - გიორგი ხიშტოვანის შეფასება
"ჩემი გადმოსახედიდან, ეკონომიკა შედის საკმაოდ მძიმე, სტაგნაციურ სიტუაციაში",- ამის შესახებ ეკონომისტმა გოგა ხიშტოვანმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, სადაც ბიზნესისთვის მოთხოვნის პრობლების გამწვავება შეაფასა, რომელზეც BAG ინდექსის უახლეს კვლევაშია საუბარი.
ეკონომისტის თქმით, თითქმის ყველა მაჩვენებელი მეტყველებს, რომ სიტუაცია ნელ-ნელა უარესდება.
"[BAG ინდექსი] არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად. საინტერესო არის, რომ ფაქტობრივად მოთხოვნის სიმცირე, როგორც გამოწვევა, ძალიან დაბალ დონეზე იყო ჩამოსული 2022 წლის შემდეგ და ფაქტობრივად არ სახელდებოდა, როგორც გამოწვევა ბიზნესებისთვის. 2026 წლის მეორე კვარტალში ფაქტობრივად, ვინც ასახელებს პრობლემას, რომ გააჩნია ბიზნესის კეთების დროს, 32% ასახელებს, რომ მოთხოვნის სიმცირე არის ასეთი პრობლემა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ძალიან დიდ ნაწილს პრობლემები აქვს ბიზნესში და, წარმოიდგინეთ, ყოველი მესამეს აწუხებს მოთხოვნის სიმცირე. საინტერესოა, რომ, მაგალითისთვის, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ეს იყო მხოლოდ 11%.
ჩემი გადმოსახედიდან, ეკონომიკა შედის საკმაოდ მძიმე, სტაგნაციურ სიტუაციაში. ამაზე მეტყველებს ძირითადი სექტორების თუნდაც მშპ-ს მაჩვენებლები და ამის პარალელურად ოპერაციული ad hoc ჩარევები სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ დაგვაჯეროს, სიტუაცია ისევ სტაბილური და დადებითია. მაგალითად, ქარდებს რომ ვხედავ ხოლმე „ქართული ოცნების“, რომ, აი, ისტორიულ მაქსიმუმზე არის ექსპორტის მაჩვენებელი. მაგრამ რატომ არის ისტორიულ მაქსიმუმზე? იმიტომ, რომ უცბად საქართველო გახდა ნავთობის ექსპორტიორი. რომ გავასუფთაოთ მონაცემები, რეალურად ვნახავთ, რომ რეალური ექსპორტი შეიძლება არის იმ დონეზე, რაზეც იყო შარშან. მაგრამ ამას ყიდის „ქართული ოცნება“, როგორც თავის რაღაცა სწორი პოლიტიკის წარმატებას",- ამბობს ხიშტოვანი.
2026 წლის II კვარტალში ბიზნესისთვის მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის შედეგებშია აღნიშნული. ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ძირითადი ფაქტორებში მოთხოვნის სიმცირე 32%-მა დაასახელა.
ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ძირითადი ფაქტორები IV კვ. 2019 - II კვ. 2026
BM.GE
წყარო: bm.ge