მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ - სეს
რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ - სეს

რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ - სეს

BM.GE23 ივლისი, 2026, 18:06|bm.ge

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებებს, ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება, როგორც სტაციონარულ , ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები, სტანდარტების სრული დაცვით და სტერილური პირობებში ჩატარდეს.

რეგიონებში ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი ადგილზე გაეცნო და აღნიშნა რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს და ეფექტიანად მიმდინარეობს.

„აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“ -აღნიშნა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება ფეისბუკ-პლატფორმაზე:(https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226&locale=ka_GE).

ასევე ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE