მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეი დალიოს მოლოდინით, აშშ-ში სავალო კრიზისი დაიწყება
რეი დალიოს მოლოდინით, აშშ-ში სავალო კრიზისი დაიწყება

რეი დალიოს მოლოდინით, აშშ-ში სავალო კრიზისი დაიწყება

BM.GE11 ოქტომბერი, 2026, 02:42|bm.ge

ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა და ცნობილმა ინვესტორმა, რეი დალიომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი სავალო კრიზისის დაწყების შესახებ მორიგი გაფრთხილება გაავრცელა.

დალიოს თქმით, ჩინეთი და იაპონია ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვებს ამცირებენ. ეს ტენდენცია კი ბაზარზე დამატებით წნეხს აჩენს და უახლოეს 3 წელიწადში კრიზისის დაწყების რისკებს ზრდის. დალიოს განმარტებით, აშშ-ის ვალის დაახლოებით ერთი მესამედი სწორედ უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული და თუ აზიური ქვეყნები შეწყვეტენ სახაზინო ობლიგაციების ყიდვას, ეს აშშ-ში სავალო კრიზისს გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ჩინეთის მფლობელობაში არსებული ამერიკული ვალის მოცულობა $618 მილიარდამდე შემცირდა. ექსპერტების შეფასებით, პეკინი დამატებითი ობლიგაციების შეძენისგან თავს იკავებს, რაც გეოპოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება. ამავე პერიოდში იაპონიის წილმა $1.1 ტრილიონი შეადგინა, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია.

რეი დალიოს თქმით, თუ აშშ-ის მთავრობა $40-ტრილიონი ვალის გადაფარვის მდგრად სტრატეგიას დროულად არ შეიმუშავებს, ეს სახაზინო ობლიგაციების მიმართ მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ახალი ვალის აღებით ძველი ვალის გადაფარვა გაუჭირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არ გაგვიკვირდება, თუ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ვიხილავთ - საბანკო ასოციაცია

არ გაგვიკვირდება, თუ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ვიხილავთ - საბანკო ასოციაცია

BM.GE

მინისტრ [დავით სონღულაშვილს] პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ რამე სჭირდება ქართულ ჩაის, ეს ცნობადობის ამაღლებაა|ნიკა სიორიძე

მინისტრ [დავით სონღულაშვილს] პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ რამე სჭირდება ქართულ ჩაის, ეს ცნობადობის ამაღლებაა|ნიკა სიორიძე

BM.GE

თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარია

თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარია

BM.GE

სახელმწიფო ელექტროსისტემა Siemens-ისგან ქსელის დაცვის პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძენს

სახელმწიფო ელექტროსისტემა Siemens-ისგან ქსელის დაცვის პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძენს

BM.GE