მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რესტორატორთა ასოციაციასა და "ქეა კავკასიას" მთავრობამ EU-ს გრანტის გამოყენების უფლება მისცა
რესტორატორთა ასოციაციასა და "ქეა კავკასიას" მთავრობამ EU-ს გრანტის გამოყენების უფლება მისცა

რესტორატორთა ასოციაციასა და "ქეა კავკასიას" მთავრობამ EU-ს გრანტის გამოყენების უფლება მისცა

BM.GE27 ივლისი, 2026, 00:44|bm.ge

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციასა და „ქეა კავკასიას“ მთავრობამ ევროკავშირისა და ავსტრიის გრანტების გამოყენების უფლება მისცა. საუბარია პროექტზე „მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის (PROGRESS)“, რომლის განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან Care Caucasus, რესტორატორთა ასოციაცია და Care Austria. პროექტის სრული ბიუჯეტი 863 000 ევროა და განხორციელების ვადები 2024-2026 წლები.

აღნიშნული გრანტის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ მთავრობის განკარგულება 16 ივლისსაა გამოცემული.

პროექტის ფარგლებში უკვე არაერთი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის უფასო ონლაინ სატრენინგო კურსი: “კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციის უნარების განვითარება”, კვების სერვისებისთვის კონკურსი, ასევე, შედგა ვიზიტი ბარსელონაში, სადაც პროექტის მონაწილეები გაეცნენ მწვანე რესტორნების რეალურ მაგალითებს და შეიტყვეს, თუ როგორ თანამშრომლობს HORECA სექტორი პროფესიული განათლების სისტემასთან.

ცნობისთვის, „გრანტების შესახებ კანონის“ თანახმად, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აკრძალულია. კერძოდ, გრანტის გამცემმა მთავრობისგან უნდა მოიპოვოს თანხმობა, რათა საქართველოში მოქმედმა ორგანიზაციამ, დაწესებულებამ გრანტი გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE