მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რკინიგზის ახალი მენეჯმენტი უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გაზარდოს ეფექტიანობა - იოსელიანი
რკინიგზის ახალი მენეჯმენტი უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გაზარდოს ეფექტიანობა - იოსელიანი

რკინიგზის ახალი მენეჯმენტი უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გაზარდოს ეფექტიანობა - იოსელიანი

BM.GE27 ივლისი, 2026, 03:07|bm.ge

"უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტი იმისთვის, რომ გაზარდოს რკინიგზის ეფექტიანობა და გააორმაგოს გამტარუნარიანობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.

„ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ბოლო ათწლეულის მანძილზე დაახლოებით 7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა და, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ნამდვილად რეკორდულია".

ეკონომიკის უწყების ცნობით, თამარ იოსელიანმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლების პროექტის მნიშვნელობაზეც შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების კონტექსტში.

„ის განახლებები, რომელიც დღეს საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, ის ინვესტიციები, რომელიც იდება გაჯანსაღების მიმართულებით, სწორედ მოხმარდება ერთიან კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ასევე ახალ გზებს და სარკინიგზო ხაზებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE