მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდის დასრულდება ხაშურში წყალმომარაგების პროექტი, რომლის გამოც მინისტრი მოსახლეობას ბოდიშს უხდის
როდის დასრულდება ხაშურში წყალმომარაგების პროექტი, რომლის გამოც მინისტრი მოსახლეობას ბოდიშს უხდის

როდის დასრულდება ხაშურში წყალმომარაგების პროექტი, რომლის გამოც მინისტრი მოსახლეობას ბოდიშს უხდის

BM.GE18 ოქტომბერი, 2026, 20:16|bm.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ "იმედის" ეთერში ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

მინისტრის თქმით, ხაშურში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, თუმცა შესაძლებელი იყო სამუშაოები უკეთესად დაგეგმილიყო, რათა ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას ნაკლები პრობლემა შეჰქმნოდა.

„ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ამ პროექტმა გამოიწვია. მსგავსი მასშტაბის სამუშაოების განხორციელებას გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის ახლავს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალში ასეთი პროექტები გაცილებით უკეთ დაიგეგმოს და მოსახლეობაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა უკვე მოწესრიგდა, ხოლო დანარჩენ ლოკაციებზე სარეაბილიტაციო პროცესები აქტიურად გრძელდება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ხაშურში არამხოლოდ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის განახლება მიმდინარეობს, არამედ შენდება თანამედროვე გამწმენდი ნაგებობაც, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

მინისტრის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს წლებში საქართველოს ქალაქებსა და საკურორტო ზონებში ეტაპობრივად მოეწყობა თანამედროვე წყალარინების სისტემები და გამწმენდი ნაგებობები, რაც ქვეყნის ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

„ეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციაა, თუმცა აუცილებელი პროექტია ქვეყნისთვის. ხაშურში მიმდინარე სამუშაოები სწორედ ამ დიდი პროგრამის ნაწილია“, - აღნიშნა მან.

მინისტრის ინფორმაციით, ხაშურში პროექტის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი 2027 წელს დასრულდება, ხოლო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრულად მოწესრიგება 2028 წლისთვის იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა თანამედროვე და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 206 სტატია.

  • ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა — მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენფორმულა
  • პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდარუსთავი 2
  • მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდატვ პირველი
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →პროექტი →

მსგავსი სტატიები

„ჩაკეტეთ საზღვრები, სანამ გვიან არ არის“ - ტრამპი საფრანგეთში არეულობას იმიგრაციას უკავშირებს

„ჩაკეტეთ საზღვრები, სანამ გვიან არ არის“ - ტრამპი საფრანგეთში არეულობას იმიგრაციას უკავშირებს

BM.GE

ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია

ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია

BM.GE

ტრამპი-პუტინის დიზელის გარიგება - ახალი დაპირისპირება აშშ-ისა და უკრაინას შორის?

ტრამპი-პუტინის დიზელის გარიგება - ახალი დაპირისპირება აშშ-ისა და უკრაინას შორის?

BM.GE

რას მოიცავს Apple-ისა და Meta-ს გარიგება ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე?

რას მოიცავს Apple-ისა და Meta-ს გარიგება ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე?

BM.GE