მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდის გაიხსნება Burger Lions-ის მეგა ფილიალი, რომლის ინვესტიცია 5 მლნ ლარზე მეტია
როდის გაიხსნება Burger Lions-ის მეგა ფილიალი, რომლის ინვესტიცია 5 მლნ ლარზე მეტია

როდის გაიხსნება Burger Lions-ის მეგა ფილიალი, რომლის ინვესტიცია 5 მლნ ლარზე მეტია

BM.GE16 ივლისი, 2026, 09:55|bm.ge

ქართული სწრაფი კვების ბრენდი Burger Lions-ი ვარკეთილში ახალ მეგა ფილიალს გახსნის. კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, ნიკა სამადაშვილის განცხადებით, პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში რიგით მეოთხე ფილიალი გახსნა, ახალი მეგა ფილიალი კი Burger Lions-ისთვის მეხუთე ობიექტი იქნება.

როგორც ნიკა სამადაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, ახალი ფილიალი ბრენდისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტია და განსხვავებული კონცეფციით, უნიკალური არქიტექტურითა და გარემოთი შეიქმნება.

„გვინდა შევქმნათ სივრცე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც გამორჩეული იქნება. ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი და დარწმუნებული ვარ, შედეგი ბევრის მოლოდინს გადააჭარბებს“, - აცხადებს ნიკა სამადაშვილი.

მისივე თქმით, ახალი ფილიალი ვარკეთილში, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 41-ზე განთავსდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია წინასწარი გათვლებით 5 მილიონ ლარს გადააჭარბებს, თუმცა ზუსტი ღირებულება მშენებლობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღეს Burger Lions უკვე ოთხ ფილიალსა და საკუთარ საწარმოს აერთიანებს. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი მეხუთე მეგა ფილიალის მშენებლობა, რომლის გახსნასაც უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ნიკა სამადაშვილის განცხადებით, Burger Lions გაფართოებას მომავალშიც გეგმავს, თუმცა კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხისა და მომსახურების არსებული სტანდარტის შენარჩუნებაა.

„ახალი ფილიალი მხოლოდ მაშინ უნდა გაიხსნას, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ იმავე ხარისხსა და მომსახურების სტანდარტს შევინარჩუნებთ, რასაც Burger Lions-ისგან ელიან. რაოდენობას არასოდეს ვაყენებთ ხარისხზე წინ, ამიტომ ყველა ახალი ნაბიჯი გააზრებული და პასუხისმგებლობით მიღებული გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი ფოკუსი მეგა ფილიალის დასრულებაა, რომლის პროექტშიც მნიშვნელოვანი საინვესტიციო რესურსი ჩაიდება. Burger Lions-ის საერთაშორისო გეგმებში კი კვლავ რჩება ევროპულ ბაზარზე გასვლა, მათ შორის დანიის მიმართულებით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური პროექტები ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას" - კობახიძე "თეგეტას" რეგიონულ ჰაბზე

"ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური პროექტები ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას" - კობახიძე "თეგეტას" რეგიონულ ჰაბზე

BM.GE

"იმერმედი" სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო 8000 ლარით დაჯარიმდა

"იმერმედი" სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო 8000 ლარით დაჯარიმდა

BM.GE

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გმო-ს რეგულაციებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გმო-ს რეგულაციებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

BM.GE

ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს

ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს

BM.GE