მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ დაკომპლექტდება სებ-ის საბჭო|"ოცნება" ეროვნული ბანკის კანონს დაჩქარებული წესით ცვლის
როგორ დაკომპლექტდება სებ-ის საბჭო|"ოცნება" ეროვნული ბანკის კანონს დაჩქარებული წესით ცვლის

როგორ დაკომპლექტდება სებ-ის საბჭო|"ოცნება" ეროვნული ბანკის კანონს დაჩქარებული წესით ცვლის

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 21:44|bm.ge

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა პარლამენტში დააინიცირეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია ეროვნული ბანკის მმართველობითი სტრუქტურის შემდგომი დახვეწა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინება და მართვის სისტემის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება.

კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, საბჭოს წევრს მოეთხოვება შესაბამისი სპეციალობით (ეკონომიკა, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები ან სხვა შესაბამისი დარგი) საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.

ასევე საბჭოს „კოლექტიური კომპეტენციის“ უზრუნველსაყოფად, ეკონომიკურ ბირთვთან ერთად, საბჭოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექსპერტიზა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებითაც. ამასთან, სხვა შესაბამისი დარგის პროფესიონალთა რაოდენობა (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) საბჭოში ორს არ უნდა აღემატებოდეს.

საგამონაკლისო წესი: ცვლილებები არ გავრცელდება საბჭოს მოქმედ წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

იცვლება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის წესიც. კანონპროექტი აწესრიგებს მექანიზმს ხელმძღვანელობის „ვაკუუმის“ თავიდან ასაცილებლად. თუ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას და საბჭო 1 თვის განმავლობაში ვერ დააკისრებს ამ მოვალეობას ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს, პრეზიდენტის მოვალეობას ავტომატურად შეასრულებს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უფრო ადრე გახდა საბჭოს წევრი.

იზრდება კომიტეტის როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საბჭოს ეძლევა უფლება, კომიტეტის წევრად მოიწვიოს დარგის ექსპერტი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ვიზიტი საქართველოში 2026 წლის ნოემბერში იგეგმება. ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღება ვიზიტამდე აუცილებელია, რათა განხორციელებული ცვლილებები ასახული იყოს ფონდის შეფასებაში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია. ინიციატორები საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია ნამდვილად იყო სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების რაოდენობის გაზრდა და პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობის საკითხის სათანადოდ განსაზღვრა.

ეროვნული ბანკის საბჭოში ამ მომენტისთვის 9 წევრია. აქედან 4 აღმასრულებელია. პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • პრემიერი: როგორც კი "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას რუსთავი 2
  • "ოცნება" 70 წლამდე პირებს პენსიას 45 ლარით უზრდისტვ პირველი
  • ISFED - ორ დღეში შექმნილია 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში ოცნების მხარდასაჭერადფორმულა
  • “ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა” – TI საქართველონეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

IMF-თან ახალი პროგრამის საკითხი არ განიხილება, ამ ეტაპზე მისი საჭიროება არ დგას - კაკაურიძე

IMF-თან ახალი პროგრამის საკითხი არ განიხილება, ამ ეტაპზე მისი საჭიროება არ დგას - კაკაურიძე

BM.GE

„ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ოცნებას“ რაღაც მიზეზით“ - ვასილ მანაგაძე რუსულ ემბარგოზე

„ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ოცნებას“ რაღაც მიზეზით“ - ვასილ მანაგაძე რუსულ ემბარგოზე

BM.GE

სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალა

სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალა

BM.GE

"რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე

"რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე

BM.GE