მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ იცვლება არჩევნების შედეგები სომხეთში - ცესკოს განახლებული წინასწარი მონაცემები
როგორ იცვლება არჩევნების შედეგები სომხეთში - ცესკოს განახლებული წინასწარი მონაცემები

როგორ იცვლება არჩევნების შედეგები სომხეთში - ცესკოს განახლებული წინასწარი მონაცემები

BM.GE8 ივნისი, 2026, 06:21|bm.ge

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები 02:00 საათზე განაახლა. ამ დროისთვის შეჯამებულია უკვე 314 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 99 003-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ბოლო მონაცემებით, ხმების უმრავლესობას 54.87%-ს კვლავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ინარჩუნებს. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 22.08%-ით, ხოლო მესამე პოზიციას ბლოკი „სომხეთი“ იკავებს ხმების 8.37%-ით.

ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის 314 უბნის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

პოლიტიკური სუბიექტი ხმების რაოდენობა პროცენტული წილი „სამოქალაქო კონტრაქტი“ (ნ. ფაშინიანი) 53 460 54.87% ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 21 513 22.08% ბლოკი „სომხეთი“ 8 158 8.37% „აყვავებული სომხეთი“ 5 070 5.20% „ერთიანობის ფრთები“ 2 271 2.33% „დემოკრატია, კანონი, დისციპლინა“ 1 585 1.63% სომხეთის მერიტოკრატიული პარტია 1 208 1.24% „ყველას წინააღმდეგ“ 971 1.00% რეფორმისტული პარტია „ახალი ძალა“ 828 0.85% „რესპუბლიკა“ 668 0.69% „განათლებული სომხეთი“ 451 0.46% „დემოკრატიის დამცველთა ბლოკი რესპუბლიკისათვის“ 309 0.32% „დემოკრატიული კონსოლიდაცია“ 251 0.26% „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი“ 251 0.26% „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ 151 0.15% ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 118 0.12% „რეფორმისტების პარტია“ 89 0.09% „ქოჩარი: ეროვნული აღორძინება და ერის გამოღვიძება“ 77 0.08%

სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხმების დათვლისა და მონაცემების განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისთვის 4 000 ტექნიკური მოწყობილობა გამოიყენეს.

ხმის მიცემის პროცესის პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად, ვიდეოკამერები დამონტაჟდა 1 758 საარჩევნო უბანზე (იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ს ან მეტს შეადგენს).

საერთო ჯამში გახსნილი 1 996 საარჩევნო უბნიდან, გადაადგილების პრობლემის მქონე პირთათვის ადაპტირებული და ხელმისაწვდომი მხოლოდ 612 უბანი იყო.

საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 71-მა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ და უცხოური მედიის 180-მდე წარმომადგენელმა.

არჩევნებს თვალს ადევნებდა:

• 13 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია; • სომხეთში აკრედიტებული 35 დიპლომატიური და საკონსულო მისიის წევრი; • სხვადასხვა ქვეყნის 14 საარჩევნო ორგანოს წარმომადგენელი, რომლებიც პროცესს სტუმრის სტატუსით აკვირდებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE