მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ იცვლება საჯარო მოხელე მამებისთვის დეკრეტის ანაზღაურების წესი - ახალი ბრძანება
როგორ იცვლება საჯარო მოხელე მამებისთვის დეკრეტის ანაზღაურების წესი - ახალი ბრძანება

როგორ იცვლება საჯარო მოხელე მამებისთვის დეკრეტის ანაზღაურების წესი - ახალი ბრძანება

BM.GE14 ივლისი, 2026, 17:54|bm.ge

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის წესი შეცვალა. მინისტრის ახალი ბრძანებით, განისაზღვრა და დაზუსტდა საჯარო სექტორში დასაქმებული მამებისთვის კუთვნილი 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების გაცემის პირობები, ვადები და საჭირო დოკუმენტაცია.

დადგენილების თანახმად, საჯარო მოსამსახურე, რომელიც ბავშვს უვლის და არ არსებობს დედის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის საფუძველი, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ვადით შეძლებს ბავშვის მოვლის შვებულების აღებას, საიდანაც 90 კალენდარული დღე ანაზღაურებადი იქნება.

ცნობისთვის, საქართველოში დეკრეტული შვებულებით წელს, იანვარ-მაისის პერიოდში 284-მა მამაკაცმა და 4 560-მა ქალმა ისარგებლა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობა ჯამში 4 844 იყო. მშობლებისთვის გადარიცხულმა თანხამ კი დაახლოებით, 7,8 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, კანონი ადგენს, რომ ბავშვის მამას 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება სრულად, თუ დედას ორსულობისა და მშობიარობის ანაზღაურებადი შვებულებით სრულად არ უსარგებლია. თუ დედამ ანაზღაურებადი შვებულების ნაწილი უკვე გამოიყენა, მამას ანაზღაურდება მხოლოდ დედის მიერ გამოუყენებელი დღეების პროპორციული ნაწილი, თუმცა არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.

ბრძანების პროექტით ასევე იცვლება შვებულების ანაზღაურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მოვლის შვებულებით მეორე მშობელი სარგებლობს, საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ:

• ბავშვის დაბადების მოწმობა; • შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ.

ცვლილებები ასევე აისახება შვებულების ანაზღაურების გაცემისა და დოკუმენტების მიღების წესზე. მათ შორის, განისაზღვრება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტები ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი.

პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებასაც. კერძოდ, იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებსაც ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლება ბრძანების ამოქმედებამდე წარმოეშვათ, შვებულება ახალი წესით მიეცემათ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

SpaceX-ის აქციების ღირებულება IPO-ს ფასამდე შემცირდა, ყველა საჯარო ინვესტორი ზარალზეა

SpaceX-ის აქციების ღირებულება IPO-ს ფასამდე შემცირდა, ყველა საჯარო ინვესტორი ზარალზეა

BM.GE

საავიაციო საწვავი ისევ ძვირდება - ბოლო კვირაში ფასმა 7%-ით მოიმატა

საავიაციო საწვავი ისევ ძვირდება - ბოლო კვირაში ფასმა 7%-ით მოიმატა

BM.GE

EASA ავიაკომპანიებს აფრთხილებს, მოერიდონ საამიროების, კატარისა და ყურის საჰაერო სივრცეებს

EASA ავიაკომპანიებს აფრთხილებს, მოერიდონ საამიროების, კატარისა და ყურის საჰაერო სივრცეებს

BM.GE

ჯამური აქტივობა ძლიერი იყო, თუმცა საშუალო დანახარჯი შემცირდა - ივნისის "ტურიზმის პულსი"

ჯამური აქტივობა ძლიერი იყო, თუმცა საშუალო დანახარჯი შემცირდა - ივნისის "ტურიზმის პულსი"

BM.GE