მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ნავთობისა და გაზის მარაგების შესასწავლად ეროვნული გეომეცნიერული პროგრამა მზადდება
საქართველოს ნავთობისა და გაზის მარაგების შესასწავლად ეროვნული გეომეცნიერული პროგრამა მზადდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის მარაგების შესასწავლად ეროვნული გეომეცნიერული პროგრამა მზადდება

BM.GE28 აგვისტო, 2026, 22:20|bm.ge

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების ერთიან სისტემაში გაერთიანებას და ახალი საჰაერო გეოფიზიკური კვლევებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადებას გეგმავს. ამ მიზნით სააგენტო ბრიტანულ კომპანია International Geoscience Services (IGS)-თან 45 205 აშშ დოლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას ითხოვს.

სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის მიზანია ქვეყანაში არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების ინტეგრირება, მათი თანამედროვე საჰაერო გეოფიზიკური კვლევებით შევსება და ერთიანი ეროვნული გეომეცნიერული სისტემის შექმნა.

პროგრამის ფარგლებში მიღებული მონაცემები, სააგენტოს განცხადებით, გამოყენებული იქნება ბუნებრივი რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურული დაგეგმვის, გეოლოგიური საფრთხეების შეფასების, სამეცნიერო კვლევისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

საქართველოში ნავთობისა და გაზის გარკვეული რესურსების არსებობა წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დასტურდება. ამასთან, არსებული მონაცემების სრულად შეფასებისთვის ახალი გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების ჩატარება იგეგმება.

სააგენტოს ინფორმაციით, უკვე მომზადებულია „Georgia National Geoscience Programme - Executive White Paper“, ჩატარებულია საერთაშორისო ტექნიკური კონსულტაციები და ჩამოყალიბებულია პროგრამის ძირითადი კონცეფცია.

სააგენტოს განმარტებით, დაგეგმილი კვლევები ქვეყნის გეოლოგიური პოტენციალის შესახებ არსებული მონაცემების განახლებას და სისტემატიზაციას ემსახურება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია როგორც არსებული რესურსების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ისე ახალი საძიებო შესაძლებლობების შეფასება.

ტექნიკური დავალებების მოსამზადებელი კომპანიის შერჩევამდე სააგენტომ საერთაშორისო ბაზრის კვლევა ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, განხილული იყო სამი კომპანია - გაერთიანებული სამეფოს International Geoscience Services (IGS), აშშ-ის Woolpert და საფრანგეთის Viridien, ყოფილი CGG.

სააგენტომ სრული ტექნიკურ-კომერციული შეთავაზებები IGS-ისა და Woolpert-ისგან მიიღო, ხოლო Viridien-ს შეთანხმებულ ვადაში საბოლოო წინადადება არ წარმოუდგენია.

IGS-ის შეთავაზება ოთხი შესყიდვისთვის მზა ტექნიკური დავალების მომზადებას ითვალისწინებს. მათ შორისაა საჰაერო გეოფიზიკური კვლევა, მონაცემთა ინტეგრირებული ინტერპრეტაცია, დამოუკიდებელი ხარისხის კონტროლი (QA/QC) და ეროვნული გეომეცნიერული მონაცემთა პლატფორმა. მომსახურების ღირებულება 45 205 აშშ დოლარია. სამუშაო ვერსიების მომზადებისთვის კომპანიას დაახლოებით ოთხი კვირა დასჭირდება.

მეორე შეთავაზება Woolpert-ს ეკუთვნის და მისი ღირებულება 64 ათასი დოლარია. სამუშაო ვერსიის მომზადების ვადა დაახლოებით ოთხი კვირაა, საბოლოო დოკუმენტის მოსამზადებლად კი დამატებით ორი კვირაა გათვალისწინებული.

შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, IGS-ის შეთავაზება Woolpert-ის წინადადებაზე 18 795 დოლარით, დაახლოებით 29%-ით იაფია.

სააგენტო IGS-ის შერჩევის ერთ-ერთ არგუმენტად კომპანიის გამოცდილებასაც ასახელებს. კერძოდ, IGS-ს ეროვნული მასშტაბის საჰაერო გეოფიზიკურ პროგრამებზე, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და TOR-ების მომზადებაზე, დამოუკიდებელ QA/QC-სა და საერთაშორისო პროექტების ზედამხედველობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

სააგენტო შესყიდვის გამარტივებულად განხორციელების საჭიროებას პროგრამის შეზღუდული ვადებით ხსნის.

სააგენტოს შეფასებით, დამატებითი სატენდერო პროცედურის ჩატარება პროცესს გაახანგრძლივებს, რაც, თავის მხრივ, TOR-ების დასრულებას, შემდგომ საერთაშორისო შესყიდვას და საბოლოოდ საჰაერო გეოფიზიკური კვლევების დაწყებას გადაავადებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • Bloomberg: სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 2/3-ით აღდგაიმედი
  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავსფორმულა
  • ოფიციალურად, შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნესტვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

NVIDIA გეგმავს $13 მილიარდად AI-კომპანია შეიძინოს

NVIDIA გეგმავს $13 მილიარდად AI-კომპანია შეიძინოს

BM.GE

ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდა

ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდა

BM.GE

ვენესუელა OPEC-იდან გასვლას განიხილავს

ვენესუელა OPEC-იდან გასვლას განიხილავს

BM.GE

"მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს" - ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში ჩავიდა

"მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს" - ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში ჩავიდა

BM.GE