
როგორ მართავს ქვეყნის უმსხვილესი რითეილ ქსელი ციფრულ ტრანსფორმაციას - "დეილი ჯგუფი" Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია
წლის მთავარ B2B ღონისძიება Industry Talks-ს, რომელზეც რითეილისა და ტექნოლოგიური სექტორის ლიდერები ინდუსტრიის ციფრულ მომავალსა და სტრატეგიულ გამოწვევებს განიხილავენ, ტრანსფორმაციის პარტნიორის სტატუსით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი რითეილ გაერთიანება - "დეილი ჯგუფი" შეუერთდა.
ჰოლდინგი, რომელიც საცალო ვაჭრობის ოთხ მსხვილ ქსელს - SPAR-ს, Daily-ს, "კალათასა" და "მაგნიტს" - აერთიანებს, ტექნოლოგიურ განვითარებას ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესების უმთავრეს ინსტრუმენტად განიხილავს.
როგორც "დეილი ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორი, თათული გულბიანი განმარტავს, ჰოლდინგისთვის ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესსტრატეგიის ორგანული ნაწილია:.
"დეილი ჯგუფისთვის ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ოპერაციულ ეფექტიანობას, მართვის ხარისხსა და მომხმარებლის გამოცდილებას. ჩვენი ჯგუფი ოთხ საცალო ქსელს აერთიანებს. ასეთი მასშტაბის ბიზნესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესების სტანდარტიზაცია, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას შორის ეფექტიანი კოორდინაციაა.ჩვენთვის ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი ღირებულება სწორედ ამ შესაძლებლობების შექმნაშია. ტექნოლოგიამ უნდა გაამარტივოს ყოველდღიური ოპერაციები, გაზარდოს პროცესების გამჭვირვალობა, შეამციროს შეცდომების რისკი და მოგვცეს შესაძლებლობა, მომხმარებლის საჭიროებებს უფრო სწრაფად და ზუსტად ვუპასუხოთ.გვჯერა, რომ თანამედროვე რითეილში კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ ქსელის მასშტაბით აღარ განისაზღვრება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლია კომპანიას საკუთარი მასშტაბის მართვა და რამდენად სწრაფად გარდაქმნის მონაცემებს რეალურ ბიზნესგადაწყვეტილებებად”, - ამბობს თათული გულბანი.სწრაფი ზრდის პარალელურად კომპანიებში პროცესებისა და გადაწყვეტილებების სირთულე ბუნებრივად იზრდება. Industry Talks-ის ერთ-ერთი უმთავრესი ფოკუსი სწორედ რეალურ სირთულეებზე საუბარია. დიდი ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებების მართვის (Change Management) მნიშვნელობაზე თათული გულბიანი საუბრობს. "ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ზრდის ტემპსა და ორგანიზაციული განვითარების ტემპს შორის ბალანსის შენარჩუნებაა. როდესაც კომპანია სწრაფად იზრდება, ბუნებრივად იზრდება პროცესების, ინფორმაციის ნაკადებისა და გადაწყვეტილებების სირთულეც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის შიდა სისტემები, მართვის მექანიზმები და თანამშრომელთა კომპეტენციები ბიზნესის ზრდასთან ერთად ვითარდებოდეს.ციფრული ტრანსფორმაციის წარმატება მხოლოდ ახალი სისტემების დანერგვით არ განისაზღვრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცვლილებების მართვა - რამდენად სწორად არის განსაზღვრული პროცესებზე პასუხისმგებლობა, რამდენად მზად არის გუნდი ახალი სამუშაო მოდელისთვის და რამდენად ხდება ტექნოლოგიური შესაძლებლობების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება. ჩვენი ხედვით, ყველაზე რთული არა ტექნოლოგიის შეძენა, არამედ მისი ორგანიზაციულ კულტურად და რეალურ ბიზნესღირებულებად გარდაქმნაა.სწორედ ამიტომ, ტრანსფორმაციას განვიხილავთ როგორც უწყვეტ პროცესს, რომელიც ტექნოლოგიებთან ერთად ადამიანების, სამუშაო კულტურისა და მართვის სისტემების განვითარებასაც გულისხმობს”, - ამბობს თათული გულბანი.სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებს შორის ცოდნის გაცვლა ქართული ბიზნესის საერთო კონკურენტუნარიანობის ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. "დეილი ჯგუფისთვის" Industry Talks-ის პარტნიორობა სწორედ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას უკავშირდება:"Industry Talks-ის პარტნიორობა ჩვენთვის შესაძლებლობაა, მონაწილეობა მივიღოთ დიალოგში, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკულ მხარეს ეხება - არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ტენდენციებს, არამედ რეალურ გამოწვევებს, გადაწყვეტილებებსა და მიღებულ გამოცდილებას.ქართული ბიზნესგარემო განვითარების საინტერესო ეტაპზეა, კომპანიები სულ უფრო აქტიურად მუშაობენ პროცესების ავტომატიზაციაზე, მონაცემთა ეფექტიან გამოყენებასა და ციფრული ეკოსისტემების განვითარებაზე. ამ პროცესში განსაკუთრებით ღირებულია სივრცე, სადაც სხვადასხვა სექტორის ლიდერებს შეუძლიათ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება. მიგვაჩნია, რომ ასეთი პლატფორმები ხელს უწყობს ბიზნესსა და ტექნოლოგიურ სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და იმ გადაწყვეტილებების დანერგვას, რომლებიც ქართული ბიზნესის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს”.ფორუმის ფარგლებში, სადაც 150-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი შეიკრიბება, "დეილი ჯგუფი" საცალო ქსელების მასშტაბური მართვის უნიკალური გამოცდილების გაზიარებას გეგმავს:"Industry Talks-ისგან, პირველ რიგში, ველით პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს. განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმის მოსმენა, თუ როგორ მართავენ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიები ციფრულ ცვლილებებს, რა გამოწვევებს აწყდებიან და რა გამოცდილება მიიღეს ტრანსფორმაციის პროცესში.ჩვენი მხრიდან გვსურს გავაზიაროთ დიდი საცალო ქსელის მართვის გამოცდილება და ის ხედვა, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიური განვითარება ბიზნესის რეალურ საჭიროებებს უნდა ემსახურებოდეს”, - აღნიშნავს "დეილი ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორი.ტექნოლოგიური და ბიზნესკონსალტინგის ლიდერ BDO Digital-სა და წამყვან ბიზნესმედია პლატფორმა BMG-ის პარტნიორობით უპრეცედენტო B2B პლატფორმა - Industry Talks შეიქმნა. ინიციატივის მიზანია, ქვეყნის წამყვანი ინდუსტრიების C-level მენეჯერების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ექსპერტების გაერთიანებით შექმნას რეალური სამუშაო სივრცე ბიზნესის ციფრული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ცვლილებების მართვის განსახილველად, რაც ქვეყნის საერთო ციფრული დღის წესრიგის ფორმირებას შეუწყობს ხელს.
პლატფორმის სადებიუტო ფორუმი - Industry Talks 1.0 | Retail Transformation 6 ნოემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება და სრულად რიტეილ სექტორს დაეთმობა, სადაც ლიდერები ოპერაციული პროცესების მასშტაბურ ავტომატიზაციას, სამუშაო დინამიკის ოპტიმიზაციასა და მონაცემებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს განიხილავენ.
BM.GE
წყარო: bm.ge