მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? - ფოტოები
როგორ მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? - ფოტოები

როგორ მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? - ფოტოები

BM.GE1 აგვისტო, 2026, 17:50|bm.ge

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო, რის გამოც გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული ივლისის დასაწყისში გამოვლინდა. კონტრაქტორად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" შეირჩა, რომელმაც სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება. როგორც BMG-სთან პროექტის შემსრულებელი კომპანიის, "სმარტ სოლუშენსის" მმართველმა პარტნიორმა, ლევან გოგსაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის თავდაპირველად დათქმულ ვადებში დასრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებს, მათ შორის - შეზღუდული სამუშაო არეალი, ადგილზე მომუშავე სხვა კონტრაქტორებთან კოორდინაციის აუცილებლობა და უშუალოდ პროექტში შესატანი ცვლილებები.

BMG გთავაზობთ ფოტოკოლაჟს გამზირზე პირველი აგვისტოს მდგომარეობით რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BMW წლის ბოლომდე 8 000 თანამშრომელს გაუშვებს

BMW წლის ბოლომდე 8 000 თანამშრომელს გაუშვებს

BM.GE

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების დაგროვება "ოდნავ მწარე გემოს ტოვებს"|ეკონომისტის ანალიზი

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების დაგროვება "ოდნავ მწარე გემოს ტოვებს"|ეკონომისტის ანალიზი

BM.GE

100%-იანი დაფინანსებისთვის მაღალი აკადემიური მოსწრება საჭირო არ არის, სტუდენტმა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს - მინისტრი

100%-იანი დაფინანსებისთვის მაღალი აკადემიური მოსწრება საჭირო არ არის, სტუდენტმა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს - მინისტრი

BM.GE

შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერ კორუფციულ დანაშაულთან და ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერ კორუფციულ დანაშაულთან და ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

BM.GE