მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ რეაგირებს საფონდო ბირჟა FED-ის მიერ განაკვეთის ზრდაზე? – ისტორიული ანალიზი
როგორ რეაგირებს საფონდო ბირჟა FED-ის მიერ განაკვეთის ზრდაზე? – ისტორიული ანალიზი

როგორ რეაგირებს საფონდო ბირჟა FED-ის მიერ განაკვეთის ზრდაზე? – ისტორიული ანალიზი

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 03:34|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით ზრდის შემდეგ, უოლ-სტრიტზე მოკლევადიანი კორექციის მოლოდინი გაჩნდა, რაც უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.

ისტორიული მონაცემების მიხედვით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საწყის ეტაპზე საფონდო ინდექსები ვარდნას იწყებენ. კერძოდ, განაკვეთის პირველი ზრდიდან 3 თვის განმავლობაში S&P 500-ის ინდექსი საშუალოდ 2.6%-ით ეცემა.

თუმცა მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინვესტორების მთავარ საზრუნავად ახლა ცენტრალური ბანკის სამომავლო ნაბიჯების სიმკაცრე გვევლინება, რადგან გამკაცრების ეს ციკლი, შესაძლოა, საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდეს და ჯამში 2-3 ინტერვენცია ვიხილოთ, რომელიც, წესით, S&P 500-ის მკვეთრ ვარდნას არ გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს S&P 500-ის ღირებულება უკვე 12.5%-ით გაიზარდა, რადგან კორპორაციულმა ფინანსურმა შედეგებმა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური რისკები წარმატებით გადაწონა. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის ომის და მის მიერ გამოწვეული ინფლაციის გარეშე, ამერიკული ინდექსი თითქმის 2-ჯერ უკეთესი შედეგის დაფიქსირებასაც შეძლებდა.

ამჟამად ინვესტორები ფიქრობენ, მიმდინარე გამკაცრების ციკლი შედარებით რბილი იქნება და განაკვეთი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 4.8%-იან ნიშნულს მიაღწევს. ანალიტიკოსების შეფასებით, ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ჯამში მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით გაამკაცრებს, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ნაკლებად დამაზიანებელია. თუმცა, მთავარ კითხვად მაინც ის რჩება, თუ რამდენად შორს მოუწევს მარეგულირებელს წასვლა, რადგან თუ კევინ უორშს დავუჯერებთ, ის ინფლაციის დასამარცხებლად ყველაფერს იზამს, თუმცა თავად ინფლაცია არა FED-ზე, არამედ ირანის ომით გაძვირებულ ნავთობზეა დამოკიდებული, ამიტომ რეფინანსირების განაკვეთით ამ ინფლაციური პრობლემის გადაჭრა საკმაოდ რთული ჩანს.

და მაინც, ისტორიული სტატისტიკის გათვალისწინებით, საწყისი ვარდნის მიუხედავად, საფონდო ბირჟა ძალების აღდგენას საკმაოდ სწრაფად ახერხებს. საპროცენტო განაკვეთის პირველი ზრდიდან ერთი წლის თავზე, როგორც წესი, S&P 500 საშუალოდ 6.8%-ით იზრდება.

უფრო დეტალურად განაკვეთის ცვლილებასა და საფონდო ბირჟის დინამიკას შორის კორელაციას აქ შეგიძლიათ გაეცნოთ:

პირველი ზრდა ხანგრძლივობა საერთო ზრდა S&P 500-ის შედეგი 3 თვეში S&P 500-ის შედეგი 12 თვეში თებ. 1994 12 თვე 300 პპ −3.3% 4.8% მარ. 1997 1 თვე 25 პპ 13.2% 42% ივნ. 1999 11 თვე 175 პპ −6.2% 7.2% ივნ. 2004 24 თვე 425 პპ −1.9% 6.3% დეკ. 2015 36 თვე 225 პპ −1.6% 11.3% მარ. 2022 16 თვე 525 პპ −15.5% −7.6%

შეგახსენებთ, ფედერალურმა რეზერვმა 2023 წლის შემდეგ, საპროცენტო განაკვეთი პირველად გასულ კვირას გაზარდა 25 საბაზისო პუნქტით, 3.75-4.0%-იან ნიშნულამდე.

თანამედროვე აშშ-ის ისტორიაში მონეტარული პოლიტიკის ყველაზე აგრესიული გამკაცრება 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც გაკავეთის 525 პროცენტული პუნქტით ზრდამ S&P 500-ის ინდექსის 25%-იანი კოლაფსი გამოიწვია. ინვესტორთა მცირე ნაწილი შიშობს, რომ, შესაძლოა, FED-ს კიდევ ერთხელ მოუწიოს მსგავსი, აგრესიული ზომები მიმართვა, თუკი ინფლაციური წნეხი დროულად არ შემცირდება, თუმცა ამის ალბათობა ამჟამად საკმაოდ დაბალია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალი რესტორანი, ტბა, შალეები... - Nekresi Estate ფართოვდება| რა გეგმები აქვს ობიექტს?

ახალი რესტორანი, ტბა, შალეები... - Nekresi Estate ფართოვდება| რა გეგმები აქვს ობიექტს?

BM.GE

„წალეკა ამ რაღაც გოიმურმა ობიექტებმა თბილისი“ - ბიზნესი ქალაქის იერსახის ცვლილებაზე

„წალეკა ამ რაღაც გოიმურმა ობიექტებმა თბილისი“ - ბიზნესი ქალაქის იერსახის ცვლილებაზე

BM.GE

Starbucks-მა 250 ფილიალის დახურვა დაიწყო

Starbucks-მა 250 ფილიალის დახურვა დაიწყო

BM.GE

Palo Alto-ს დირექტორმა AI-ის განვითარების შენელება არარეალისტურად შეაფასა

Palo Alto-ს დირექტორმა AI-ის განვითარების შენელება არარეალისტურად შეაფასა

BM.GE