მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ შეხვდა ბაზარი დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების ჩაშლას?
როგორ შეხვდა ბაზარი დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების ჩაშლას?

როგორ შეხვდა ბაზარი დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების ჩაშლას?

BM.GE2 ივლისი, 2026, 04:05|bm.ge

გუშინ დოჰაში დაგეგმილი აშშ-ისა და ირანის მაღალი დონის პირდაპირი შეხვედრა ჩაიშალა. არსებული ინფორმაციით, ირანის ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ კონტაქტზე უარი განაცხადეს.

როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილების გამო დიპლომატიური პროცესი კატარის პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, მხოლოდ არაპირდაპირი ტექნიკური დისკუსიებით შემოიფარგლა.

გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე გლობალურმა ბაზრებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოავლინეს. უოლ-სტრიტს მოვლენა უარყოფითად არ აღუქვამს, ენერგეტიკულ ბირჟაზე კი ფასები მცირედით გაიზარდა.

ძირითადი ენერგორესურსების, მაგალითად ნედლი ნავთობის ფასი გუშინდელი ვაჭრობის დასრულებისას მცირედით გაიზარდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $73.15-ს მიაღწია, რაც დღიურ ჭრილში 1.61%-იან ზრდაზე მიუთითებს. პარალელურად, WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 2.20%-ით გაძვირდა და სესიის მიწურულს $70.75-ზე დასტაბილურდა.

რაც შეეხება ამერიკულ საფონდო ბირჟებს, მათზე მოლაპარაკების ჩაშლას უარყოფითად არ უმოქმედია. ზრდა დააფიქსირეს. ამერიკული Nasdaq Composite-ის ინდექსი 2.07%-ით გაიზარდა. 1.17%-ით გაუმჯობესდა S&P 500-ის მაჩვენებელი, Dow Jones-ის ინდექსმა კი 0.59%-იანი მატება დააფიქსირა.

ცნობისთვის, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები 17 ივნისის დადებული მემორანდუმის ფარგლებში უნდა შემდგარიყო. თუმცა ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნებმა ჰორმუზის სრუტის გარშემო ერთმანეთს ცეცხლი ისევ გაუხსნეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენიმედი
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE