
როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?
BM.GE|bm.ge
გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის დადებითი იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 1.5%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება დადებითი იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 2.5%-ით გაიზარდა.
გამორჩეული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 5%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 96 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 88 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 2.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 71 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 5%-ით დაეცა და უნცია მეტალის ფასმა 3880 დოლარი შეადგინა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge