
როგორი შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთ-აშშ-ის და სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი?
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ომის დასრულების მიზნით გამართული მოლაპარაკებები დაასრულეს.
შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დისკუსიას კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი უწოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი პროცესი ძალიან პროდუქტიულად შეაფასა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა მხარეებს შორის არსებული უთანხმოება შეამცირა. მათი შეფასებით, ძირითადი აქცენტი რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე გაკეთდა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობაც განიხილეს.
ინფორმაციისთვის, მხარეთა შორის მთავარ სადავო საკითხად კვლავ დონეცკის რეგიონი რჩება: მოსკოვი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სრულ დათმობას მოითხოვს, კიევი კი ფრონტის ხაზის გაყინვას ემხრობა. თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, საჯარო პოზიციების მიუხედავად, კიევი და მოსკოვი პირისპირ შეხვედრებზე გარკვეულ მოქნილობას ავლენენ.
BM.GE
წყარო: bm.ge