
როგორია ეკონომიკური კავშირები სინგაპურთან, სადაც ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
"ქართული ოცნების" მთავრობიდან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურში, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ.
საქართველოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში როგორც ქვეყნის მთავრობას, ისე კერძო სექტორსაც შეხვდება.
BM.GE დაინტერესდა, როგორი გამოიყურება სინგაპურთან ეკონომიკური კავშირები რიცხვებში.
ვაჭრობა
2025 წელს სინგაპურთან სავაჭრო ბრუნვამ 35.2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 28.4 მილიონ დოლარს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წლიდან 2022 წლამდე მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და 2022-ში მაქსიმალურ ნიშნულს, 50.5 მილიონ დოლარს მიაღწია. 2023 წელს დაფიქსირდა კლება 30.6 მილიონ დოლარამდე, 2024 წელს კი მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და 39.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ექსპორტი
2026 წლის 6 თვეში საქართველოს და სინგაპურის სავაჭრო ბრუნვის თითქმის ნახევარი ქვეყნიდან პროდუქტის ექსპორტზე მოდის. იანვარ-ივნისში საქართველოდან ამ მიმართულებით 14.1 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა.
ეს მაჩვენებელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ, 108%-ით არის გაზრდილი - გასული წლის პირველ ნახევარში სინგაპურში ექსპორტმა 6.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოდან სინგაპურში გასული TOP 10 პროდუქტი - 2026, 6 თვე
საქონელი ათასი აშშ დოლარი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 11 878.4 37 932.1 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები 694.6 21.4 ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი 514.0 0.5 ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები 352.3 11.3 სპილენძი რაფინირებული და შენადნობები სპილენძისა დაუმუშავებელი 279.1 23.9 საიუვილერო ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან 168.1 0.0 რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი 125.2 28.1 ხილისა და ბოსტნეულის წვენები 97.1 57.9 მზა ან დაკონსერვებული თევზი; ზუთხის ხიზილალა და მისი შემცვლელები 25.4 0.0 საკვოიაჟები, ჩემოდნები, სამგზავრო ხელჩანთა-ჩემოდნები და სხვა 12.5 0.2