მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომ არა საომარი ვითარება, თბილისის აეროპორტი წელს 6 მილიონ მგზავრს მიიღებდა - თეა ზაქარაძე
რომ არა საომარი ვითარება, თბილისის აეროპორტი წელს 6 მილიონ მგზავრს მიიღებდა - თეა ზაქარაძე

რომ არა საომარი ვითარება, თბილისის აეროპორტი წელს 6 მილიონ მგზავრს მიიღებდა - თეა ზაქარაძე

BM.GE13 ივლისი, 2026, 19:43|bm.ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2026 წელს 5.5 მლნ მგზავრით დაასრულებს. როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ არა რეგიონში შექმნილი საომარი ვითარება, აეროპორტი წელს 6 მლნ მგზავრს მიიღებდა.

„ჩვენ 2025 წელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩავხურეთ 5 მლნ 400 ათასი მგზავრით. რომ არა საომარი ვითარება მსოფლიოში, ჩვენ წელს 6 მილიონ მგზავრს ველოდებოდით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ წელს, ჩავხურავთ 5.5 მილიონი მგზავრით“ - აცხადებს თეა ზაქარაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა - რაც გავლენას ახდენს საავიაციო სექტორზე, აეროპორტებში ზრდის პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება.

„რომ არა ეს კრიზისი, ჩვენ საოცარი მატება გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, ივნისი ძალიან პოზიტიური იყო. ბათუმში 40-პროცენტიანი მატება გვაქვს წინა ივნისთან შედარებით. ივლისის პირველ 10 დღეში კი, ბათუმში 40-პროცენტიანი მატება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5-პროცენტიანი მატება გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი მიმართულებები ემატება. იცით, რომ „ნორვეგიის ავიახაზებმა“ დაიწყო ოპერირება ჩვენს ბაზარზე და ასევე ველოდებით პირდაპირ მიმართულებას ასევე შანხაიში, რომელიც ასევე ერთ-ერთი ისტორიული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამ აეროპორტიდან“ - აცხადებს თეა ზაქარაძე.

2026 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამურად თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იან ზრდაა.

რაც შეეხება 2026 წლის I კვარტალს, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას 4.28%-ით აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირიიმედი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

BM.GE

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

BM.GE

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

BM.GE

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE